გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
უკანაფშავის თემის მოსახლეობას მზის ბატარეები გადაეცა 4 ივნ, 2018
2018 წლის 1 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ზაქარია ხეხალაშვილი უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. იგი მერის წარმომადგენელთან - შალვა წითელაურთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ზაქარია ხეხელაშვილი იმ ოჯახებს სტუმრობდა, რომელთაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მზის პანალებისათვის საჭირო ბატარეები გადასცა.



მოსახლეობამ ელეტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებით ადგილობრივ ხელისუფლებას ერთერთი შეხვედრისას მიმართა, რის შემდეგაც უკანაფშავში მუდმივად მცხოვრები 5 ოჯახისთვის შეძენილი იქნა მზის ბატარეები.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ უკანაფშავში ელექტროენერგია არ არის, რის გამოც მოსახლეობის უზრუნველყოფა ელექტროენერგიის ალტერანტიული წყაროს მეშვებით, კერძოდ მზის ენერგიით ხორციელდება. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ალტერნატიული გზა მათთვის სავსებით მისაღებია და ამ ეტაპზე ელექტროენერგიით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლმები აღარ ექმნებათ.



აღსანიშნავია, რომ უკანაფშავში კვლავ რჩება პრობლემები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა და მობილური კავშირგაბმულობა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და კონსულტაციებში ჩართულნი არიან დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი - ზაქარია ქუცნაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბრანტორი ლევან ზაუტაშვილი.



იხილეთ ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=kqW_ltFErwg&feature=youtu.be
მერიის საჩუქარი სოფელ საქერეს ერთადერთ მუდმივად მცხოვრებს 6 ივნ, 2018
2018 წლის 4 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- ზაქარია ხეხელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- კახაბერ ჩიტაური ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქერეშე იმყოფებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში ერთადერთ მუდმივად მცხოვრებს, 82 ...
ტურნირი სოფელ ოძისში 6 ივნ, 2018
2018 წლის 30 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის „სასპორტო გაერთიანების“ ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ...
სამუშაო ვიზიტი დუშეთის მუნიციპალიტეტში 6 ივნ, 2018
2018 წლის 4 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა-ზურაბ სეხნიაშვილმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პრეზიდენტს ნინო თოდუას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ატაშეს თომას შოლის და საელჩოს ეკონომიკისა და ...
ბავშვთა დღე ბიბლიოთეკებში 4 ივნ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის „ ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ორგანიზებით ბიბლიოთეკებში აღინიშნა ბავშვთა დღე. ქ. დუშეთის მთავარ, ფასანაურის სადაბო , ანანურის და ჭოპორტის სასოფლო ბიბლიოთეკებში, ინოვაციების ცენტრებში 1 ივნისი ...
უფასო სამედიცინო აქცია 4 ივნ, 2018
მიმდინარე წლის 5-6 ივნისს 11:00 საათიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება და აკად. მ.წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრი,ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ...
ბარისახოში სკოლა - პანსიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 4 ივნ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, „მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის“ ბარისახოს ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გარე ფასადის მოპირკეთებას, ეზოს სადრენაჟე სისტემის მოწყობას და შენობის შიდა სამუშაოებს, როგორიცაა სველი ...
ბავშვთა დაცვის დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში 4 ივნ, 2018
1 ივნისს ქ. დუშეთში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ქალაქის შემოსასვლელში ახლად გაშენებულ სკვერში, ღია ცის ქვეშ ...
დასრულდა ფესტივალი-კონკურსი „ვიოლინოს გასაღები“ 4 ივნ, 2018
2018 წლის 31 მაისს ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კულტურის სახლში დასრულდა ფესტივალი-კონკურსი „ვიოლინოს გასაღები“. რომელიც უკვე ცხრა წელია რაც ტარდება ჩვენ ქალაქში, ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სკოლის ...
ჯემალ ნათელაშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობა- ძიუდოში 31 მაი, 2018
მიმდინარე წლის 29 მაისს, ქ. დუშეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანების’ ’ ორგანიზებით, გაიმართა ჯემალ ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში. ტურნირში მონაწილეობდნენ: ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით