გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
ველოტურის - ,,სპორტი მშვიდობისათვის“ მონაწილე ქ. დუშეთში 23 მაი, 2018
2018 წლის 22 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტს ველოტურის -,,სპორტი მშვიდობისათვის“ ფარგლებში ნოდარ ბერიძე ესტუმრა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს- თამაზ უნდილაშვილსა და მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. ნოდარ ბერიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ველოტურში - ,,სპორტი მშვიდობისათვის“ მონაწილეობს. პროექტს ორგანიზაცია ,,ყველა ერთისათვის“ ახორციელებს და მოიცავს ევროპის, აზიისა და აფრიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 3500-ზე მეტ ქალაქსა და დაბას. მარშუტის მანძილი დაახლოებით 50 000 კმ-ია. ველოტურის მისიაა მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდა - ლეგენდარული ქართველი მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას (გაეროს მშვიდობის დესპანი, ბუნების დაცვის ელჩი, მსოფლიო სპორტსმენი და ველომოგზაური, გინესის 14- გზის რეკორდსმენი) პროექტის გაგრძელება. ნოდარ ბერიძემ ველოტური 22 იანვარს დაიწყო და 26 მაისს თბილისში დაასრულებს.





იხილეთ ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1674807992638831
ბარისახოში სკოლა - პანსიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 4 ივნ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, „მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის“ ბარისახოს ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გარე ფასადის მოპირკეთებას, ეზოს სადრენაჟე სისტემის მოწყობას და შენობის შიდა სამუშაოებს, როგორიცაა სველი ...
ბავშვთა დაცვის დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში 4 ივნ, 2018
1 ივნისს ქ. დუშეთში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ქალაქის შემოსასვლელში ახლად გაშენებულ სკვერში, ღია ცის ქვეშ ...
დასრულდა ფესტივალი-კონკურსი „ვიოლინოს გასაღები“ 4 ივნ, 2018
2018 წლის 31 მაისს ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კულტურის სახლში დასრულდა ფესტივალი-კონკურსი „ვიოლინოს გასაღები“. რომელიც უკვე ცხრა წელია რაც ტარდება ჩვენ ქალაქში, ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სკოლის ...
უკანაფშავის თემის მოსახლეობას მზის ბატარეები გადაეცა 4 ივნ, 2018
2018 წლის 1 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ზაქარია ხეხალაშვილი უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. იგი მერის წარმომადგენელთან - შალვა წითელაურთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ზაქარია ხეხელაშვილი იმ ოჯახებს სტუმრობდა, რომელთაც დუშეთის ...
ჯემალ ნათელაშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობა- ძიუდოში 31 მაი, 2018
მიმდინარე წლის 29 მაისს, ქ. დუშეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანების’ ’ ორგანიზებით, გაიმართა ჯემალ ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში. ტურნირში მონაწილეობდნენ: ...
ქ. დუშეთში გრძელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 29 მაი, 2018
საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ქ.დუშეთში , ზანდუკელის ქუჩის მონაკვეთზე, ახორციელებს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას: მიმდინარეობს 80 მ. სიგრძის მილის პოლიეთილენის მილით ჩანაცვლება; სამუშაოების ...
ქ. დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 28 მაი, 2018
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა. ტრადიციულად, ქალაქში გაიმართა სხვდასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ...
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბიბლიოთეკებში 28 მაი, 2018
მიმდინარე წლის 21-25 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის „ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ორგანიზებით დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ...
სახელმწიფო ენის დღის საიუბილეო ღონისძიება ქ.დუშეთში 28 მაი, 2018
2018 წლის 24 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, სახელმწიფო ენის დღის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ წელს 40 წელი შესრულდა 1978 წლის მოვლენებიდან, მას შემდეგ რაც ...
ანონსი: 24 მაი, 2018
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. დუშეთში: 12:00 სთ - სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები: • მუნიციპალური ტურნირი ჭადრაკში ბარისახოსა და დუშეთის გუნდებს შორის. (ყოფ. სამუსიკო სკოლა); • ტურნირი ძიუდოში. (ქალაქის შემოსასვლელში მდებარე სკვერი); • დოღი ბაზალეთის ტბის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით