გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1113
სიახლეები
შემაჯამებელი კონცერტი სახელოვნებო სკოლაში 9 ივნ, 2016
2016 წლის 8 ივნისს, დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მუნიცპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანებების შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ ფესტივალ-კონკურსში ,, იპოვე შენი ვარსკვლავის’’ გამარჯვებული მოსწავლეები, სადაც ისინი დაჯილდოვდნენ I და II ხარისხის დიპლომებით და მიენიჭათ ლაურეატის წოდება.

აღსანისნავია ისიც, რომ კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ- საერთაშორიო ფესტივალზე ,, მომავლის ვარკსვლავები’’ მონაწილეობა მიიღო ჟინვალის სამუსიკო სკოლის IV კლასის მოსწავლემ გიორგი წიკლაურმა ( პედაგოგი გიული ტუშური )და რჩეულთა შორის მოხვდა.

წლევანდელი სადებიუტო წარმატება გარკვეულ სტიმულს მატებს ცენტრის ფილიალებს აქტიური მონაწილეობისათვის მსგავსი ტიპის მაღალი დონის ფესტივალებსა და კონკურსებში.



იხ.ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=988170404635930



იხ.ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=SFvAsSWEemM&feature=youtu.be
ახალი საწარმო - შპს “აჩი“ ქ.დუშეთში 28 ივნ, 2016
27 ივნისს, ქ. დუშეთში ფარნავაზის ქუჩაზე გაიხსნა საქონლის სასაკლაო - შპს “აჩი“. წლების მანძილზე დუშეთის მოსახლეობა იყენებდა მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასაკლაოებს, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა. როგორც საწარმოს მფლობელები ...
კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის განხილვა ქ.ბათუმში 27 ივნ, 2016
2016 წლის 23-24 ივნისს, ბათუმში ჩატარდა ღონისძიება, რომლის პროგრამა ,, კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუტებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში’’ მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მოწყვლადობის ...
მოძრავი სერვის ცენტრი (RS CAR) ქ.დუშეთში 27 ივნ, 2016
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს სთავაზობს მომსახურების მიღების ახალ საშუალებას - მოძრავი სერვის ცენტრი (RS CAR). ეს არის ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, რომლის საშუალებითაც ათასობით გადასახადის გადამხდელი შეძლებს მიიღოს ...
ექსპედიცია ხადას ხეობაში 27 ივნ, 2016
მ/წლის 16-21 ივნისს, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ა(ა) იპ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრთან ერთად, მოეწყო ექსპედიცია ხადას ხეობაში. მოხდა რამდენიმე სამთო მარშუტის გავლა და ამ მარშუტებზე ...
პროგრამის - ,,მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ პრეზენტაცია 25 ივნ, 2016
2015 წელს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ დაიწყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს რეგიონებში 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას და საკონსულტაციო მომსახურებას გულისხმობს. 2015 წელს, ...
ლადო გუდიაშვილის საიუბილეო საღამო დუშეთში 21 ივნ, 2016
2016 წლის 18 ივნისს, ქ.დუშეთში ჩატარდა ცნობილი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. საღამოს მოწყობის ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მამულიშვილთა კავშირი“. ღონისძიება ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და დუშეთის ...
ტურნირი-ფესტივალი რაგბში 20 ივნ, 2016
19 ივნისს, ქ. დუშეთში რაგბის კლუბ “ტორნადო“-დუშეთის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ სასპორტო სამსახურის თანადგომით გაიმართა ლევან თიგიშვილის სახელობის ტურნირი-ფესტივალი რაგბში ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, სადაც მონაწილეობას იღებდა 6 კლუბის 16 ასაკობრივი გუნდი. ...
საერთო კრება მაღაროსკარში 20 ივნ, 2016
2016 წლის 16 ივნისს, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს დემოკრატიულ მექანიზმებზე მოქალაქეთა ჩართულებას, ჩატარდა სოფლის საერთო კრება, რომლის მიზანიც სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 17 ივნ, 2016
19 ივნისს, 18:00 საათზე, ქ. დუშეთში, ოლიმპიური კომპლექსის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება გოჩა ხოსრიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური მატჩი მინი ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 17 ივნ, 2016
18 ივნისს, 11:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ.დუშეთში, ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობაში, გაიმართება ჭადრაკში ერთდროული თამაშის სეანსი ცნობილი დიდოსტატების მონაწილეობით. 16:00 საათზე გაიმართება კონცერტი დუშეთის კულტურის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით