გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
26 წლის შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდება! 10 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, მუნიციპალიტეტში ამოქმედდება იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა . 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ეყოლება . პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება დუშეთში, 11 მაისს, 11:00 საათზე. მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად პირველად ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით.

სამწუხაროდ, ამდრომდე ზოგიერთი დასახლების მაცხოვრებლები ქ. დუშეთში მოსახვედრად იძულებულები იყვნენ რამდენიმე კერძო ტრანსპორტი გამოეცვალათ, ან ჩასულიყვნენ ქ. თბილისში და იქიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით ესარგებლათ. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ერთერთ წინასაარჩევნო დაპირებას მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის შემოღება წარმოადგენდა, სწორედ ზაქარია ქუცნაშვილისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის ძალისხმევით, აღნიშნული პროგრამით ყველა სოფლის მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება იაფი ტრანსპორტით, რომელიც მათ ქალაქ დუშეთთან და პირიქით, ყველა სხვა დასახლებულ პუნქტთან დააკავშირებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეს საშუალებას მისცემს დაზოგონ გადაადგილებისათვის საჭირო თანხა და დრო.

აღნიშნული პროგრამის ამოქმედებით 27 ადგილობრივი მძღოლი დასაქმდება. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს კვირაში 2 დღე მოემსახურება და ის 27 მიმართულებით იმოძრავებს.

გარდა ამისა, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს უფასო მგზავრობისა და სტუდენტთა შეღავათიანი მგზავრობის ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ასევე გაგრძელდება:

უფასო მგზავრობის პროგრამა, მიმართულებებით: გუდანი- დუშეთი, გუდამაყარი- დუშეთი, ხორხი- დუშეთი , ყოველ კვირა დღეს, მოსახლეობას საშუალებას აძლევს, უფასოდ იმგზავრონ და დუშეთის აგრარულ ბაზარში სარეალიზაციოდ ჩამოიტანონ თავიანთი პროდუქცია, ხოლო სტუდენტთა შეღავათიანი მგაზვრობის პროგრამით ხორციელდება ადგილობრივი სტუდენტების თბილისის მიმართულებით მგზავრობის თანადაფინანსება, სულ აღნიშნული პროგრამით, ყოველწლიურად სარგებლობს 170- მდე სტუდენტი.



შეგიძლიათ იხილოთ იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი:

1. არღუნი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ

2. თანიაანთკარი - დუშეთი (10:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ

3. გრემისხევი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 70თ

4. ოძისი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-პარასკევი), 70თ

5. შუახევი - მჭადიჯვარი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-ხუთშაბათი), 50თ 6. ბაზალეთი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 30თ

7. საკრამული - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 50თ

8. ბაგა - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 40თ

9. გუდაურები - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-ხუთშაბათი), 1ლ 10. ლუთხუბი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ოთხშაბათი), 1ლ

11. ხანდო - ფასანაური - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ

12. ანანური - დოლასქედი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-პარასკევი), 1ლ 13. დავათი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ოთხშაბათი), 50თ

14. კოშკასყელი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ხუთშაბათი), 50თ

15. ახატანი - ჭოპორტი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ

16. გუდანი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ოთხშაბათი), 1ლ

17. არანისი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 50თ

18. ქაისხევი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ხუთშაბათი), 60თ

19. ხორხი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ხუთშაბათი), 1ლ

20. ხომი - ჩარგალი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-ოთხშაბათი), 1ლ

21. გომეწარი - დუშეთი (09:00სთ-15:00სთ, სამშაბათი-პარასკევი), 70თ

22. მუქო - შუაფხო - დუშეთი (09:00სთ-15:00სთ, ხუთშაბათი), 1ლ

23. ტონჩა - დუშეთი (09:00სთ-15:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 30თ

24. ხეობა - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ

25. კენჭაკლდე - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ

26. დოლოშა - ბოდავი - დუშეთი (09:00სთ-16:00სთ, ორშაბათი-პარასკევი), 70თ

27. ბაკურხევი - ფასანაური (09:00სთ-16:00სთ, სამშაბათი-პარასკევი) 1ლ

შეხვედრა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 15 მაი, 2017
მიმდინარე წლის 15 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის ...
საინფორმაციო შეხვედრა 11 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის ფარგლებში - ,,ასოცირების ხელშეკრულების ...
დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა 11 მაი, 2017
11 მაისს, ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ყავდა: ქ. დუშეთის მიმართულებით, მოქალაქეებთან ...
შეხვედრები ჟინვალისა და დუშეთის თემების მოსახლეობასთან 11 მაი, 2017
მიმდინარე წლის 10 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი, ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოებისათვის ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 10 მაი, 2017
11 მაისს, 16:30 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანია, დეტალურად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ევროკავშირისა და ...
დუშეთის მუნიციპალიტეტში 9 მაისი აღინიშნა 9 მაი, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - ვაჟა ჩოხელმა, მეორე მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანებს უმასპინძლა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით დაასაჩუქრა. მან პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
ლიტერატურული კაფე ,,კაფიას’’ გახსნა ბარისახოში 8 მაი, 2017
5 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის“ ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გაიხსნა ლიტერატურული კაფე- „კაფია“. გახსნის აღსანიშნავად ჩატარდა კონცერტი, რომელშიც ...
„მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალი 5 მაი, 2017
4 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა „მოყვარულთა თასი 2017“-ის გათამაშების ფინალი ჟინვალსა და ბულაჩაურის საფეხბურთო გუნდებს შორის. შეხვედრა ჟინვალის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ მოყვარულთა თასის რეგიონალურ თამაშებში. გულშემატკივრებთან ...
კონცერტი სახელოვნებო სკოლაში 3 მაი, 2017
2 მაისს, ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჩატარდა სკოლის მოსწავლეების- იოანე მექვაბიშვილისა და კესო კუპრაშვილის კონცერტი. (პედ: ლ. მასურაშვილი) აღსანიშნავია, რომ იოანე მექვაბიშვილი და კესო კუპრაშვილი ფესტივალ-კონკურსების ,,გზა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით