გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1209
სიახლეები
ფოტოკონკურსი ,, გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა’’ 1 ნოე, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ მართულ პროექტ COMUS-ის ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურსს :

,, გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა’’

თავისი გამორჩეული არქიტექტურით დუშეთი აღნიშნული პროექტის საპილოტე ქალაქია. მისი კულტურული მემკვდრეობა წარმოდგენილია გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობებითა და IX საუკუნის განაშენიანებით. ქალაქში 96 სახლს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი.

გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა, გადაუღე ფოტო და გააცანი სხვასაც.

კონკურსის მიზანია:

ხელი შეუწყოს დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე,

გაზარდოს საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ,

აამაღლოს ადგილობრივების ცოდნა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ,

გააღვიოს მათი ინტერესი წინაპრების კულტურისა და შემოქმედებისადმი.

საკონკურსო ფოტო :

. სავალდებულოა, აღბეჭდილი იქნას ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის 96 ძეგლთაგან ერთი, ან რამოდენიმე.

(ძეგლთა ნუსხა, მისამართებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :

http://www.histowns.ge/…/%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%…/39 )

.სასურველია, წარმოჩენილი იყოს კულტურული მემკვიდრეობა ყოველდღიური ცხოვრების დინამიკაში.

საკონკურსო ნიმუშის წარდგენის ფორმა:

ფოტოს ავტორი - სახელი, გვარი

საკონტაქტო ინფორმაცია(ტელ, ელ. მისამართი)

ქალაქი, რაიონი,სოფელი,სკოლა -სრული დასახელება

ფოტოზე აღბეჭდილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მისამართი.

კონკურსი მოეწყობა ერთ ტურად:

მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნილი ნამუშევრებიდან საკონკურსო პირობების ყველა ნორმის დაცვით შეირჩევა ყველაზე საინტერესო, ქალაქისათვის ყველაზე ფასეული ფოტონამუშევრები.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

საკონკურსო ფოტოები გამოაზავნეთ ელ.მისამართზე:

comusdusheti@gmail.com

ნამუშევრები მიიღება 2016 წლის 30 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეკონტაქტეთ ტელ. ნომერზე: 599 604 500

13სთ-დან -15სთ-მდე (სამუშაო დღეებში)
გადაცემა „რეალური სივრცე“ ილიას სასამართლოს შენობის შესახებ 15 ნოე, 2016
როგორ გადარჩეს ილიას სასამართლოს ისტორიული შენობა, რომელშიც ილია ჭავჭავაძე 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს 2011 წლიდან, სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს სტუმრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „რეალური სივრცე“. ...
სიახლე დუშეთის მთავარ ბიბლიოთეკაში 15 ნოე, 2016
ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის ,,ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანებ’’ის მთავარი ბიბლიოთეკა ჩაერთო ინტერნეტ სივრცეში, დამონტაჟდა ელექტრონული კატალოგი. დაინტერსებულ პირს საშუალება ეძლევა, შევიდეს ინტერნეტ საიტზე: www.dusheti.byethost3.com და სახლიდან გაუსვლელად მოიძიოს მისთვის ...
პორტატული პერსონალური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს 8 ნოე, 2016
2016 წლის 7 ნოემბერს, ქ. დუშეთში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის 25 წარჩინებულ მოსწავლეს პორტატული პერსონალური კომპიუტერი ...
ტრეინინგი პროექტ COMUS-ის ფარგლებში 4 ნოე, 2016
2016 წლის 2-3 ნოემბერს, ქ. დუშეთში, ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური კლევების შემუშავების თემაზე ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგი ორგანზებული იყო ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის COMUS-ის ...
შატილს 24სთ-იანი ელექტრომომარაგება აღუდგა 4 ნოე, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ ერთობლივი მუშაობით, საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილისა და ენერგეტიკის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით დასრულდა ,,შატილი-ჰესის’’ სარეაბილიტაციო სამუშაოები. შატილს კვლავ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება ...
,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’ 1 ნოე, 2016
2016 წლის 1 ნოემბერს, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ ქ. დუშეთში ჩატარდა უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ.’’ ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 40-მდე კლინიკა მარაგდება. ონკოლოგიითა და ლეიკემიით დაავადებული ...
ლიტერატურული კონკურსი ,,ჩემი ქალაქის ამბები’’ 1 ნოე, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ მართულ პროექტ COMUS-ის ფარგლებში აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს თემაზე- ჩემი ქალაქის ამბები. თითოეული ადამიანისთვის ქალაქი და საცხოვრებელი ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 31 ოქტ, 2016
2016 წლის 1 ნოემბერს, 11:00 საათზე, ქ. დუშეთში, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მოეწყობა უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’. აქცია ჩატარდება დუშეთის კულტურის სახლის შენობის I სართულზე. ( წითელი ჯვრის ოფისი) ...
შეხვედრა ქ. დუშეთის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 31 ოქტ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში მოეწყო შეხვედრა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით