გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1175
სიახლეები
პროგრამის - ,,მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ პრეზენტაცია 25 ივნ, 2016
2015 წელს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ დაიწყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს რეგიონებში 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას და საკონსულტაციო მომსახურებას გულისხმობს. 2015 წელს, საქართველოში დაფინანსდა 1134 ბიზნეს-პროექტი.

2016 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში სულ ჯამში დაფინანსებულია 1137 ბიზნეს პროექტი და გადამზადებულია 3620 მდე ბენეფიციარი.

2015 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შევიდა პირველ რაუნდში - 204 ბიზნეს იდეის განაცხადი (310 ბენეფიციარი) აქედან, მომდევნო ეტაპზე, ბიზნეს გეგმების კონკურსში მონაწილეობა მიიღო და სულ შემოტანილი იქნა 40 ბიზნეს გეგმა, საბოლოოდ დაფინანსდა 25 ბიზნეს პროექტი (54 ბენეფიციარი)

2016 წელს, მეორე რაუნდში შესულია - 298 ბიზნეს იდეის განაცხადი.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბიზნეს გეგმების შერჩევა და მეორე რაუნდის გამარჯვებული ბენეფიციარების გამოვლენა.

დღესდღეობით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება - „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროგრამის ხანგრძლივობაა 14 თვე

ბიუჯეტი - 10 მლნ. ლარი

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 600-მდე ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე მეწარმის დატრენინგება.

27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში.

ამასთან დაკავშირებით დაბა ფასანაურსა და სოფელ ანანურში მოსახლეობას შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კომპონენტის მენეჯერი გიორგი ნონიაშვილი.

ეს პროგარამა ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონში მიკრო გრანტების გაცემას და გათვლილია მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.



იხ.ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=999021970217440



იხ.ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=LdHPh5cOmh8
გადაცემა „რეალური სივრცე“ ილიას სასამართლოს შენობის შესახებ 15 ნოე, 2016
როგორ გადარჩეს ილიას სასამართლოს ისტორიული შენობა, რომელშიც ილია ჭავჭავაძე 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს 2011 წლიდან, სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს სტუმრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „რეალური სივრცე“. ...
სიახლე დუშეთის მთავარ ბიბლიოთეკაში 15 ნოე, 2016
ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის ,,ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანებ’’ის მთავარი ბიბლიოთეკა ჩაერთო ინტერნეტ სივრცეში, დამონტაჟდა ელექტრონული კატალოგი. დაინტერსებულ პირს საშუალება ეძლევა, შევიდეს ინტერნეტ საიტზე: www.dusheti.byethost3.com და სახლიდან გაუსვლელად მოიძიოს მისთვის ...
პორტატული პერსონალური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს 8 ნოე, 2016
2016 წლის 7 ნოემბერს, ქ. დუშეთში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის 25 წარჩინებულ მოსწავლეს პორტატული პერსონალური კომპიუტერი ...
ტრეინინგი პროექტ COMUS-ის ფარგლებში 4 ნოე, 2016
2016 წლის 2-3 ნოემბერს, ქ. დუშეთში, ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური კლევების შემუშავების თემაზე ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგი ორგანზებული იყო ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის COMUS-ის ...
შატილს 24სთ-იანი ელექტრომომარაგება აღუდგა 4 ნოე, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ ერთობლივი მუშაობით, საქართველოს პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილისა და ენერგეტიკის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით დასრულდა ,,შატილი-ჰესის’’ სარეაბილიტაციო სამუშაოები. შატილს კვლავ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება ...
,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’ 1 ნოე, 2016
2016 წლის 1 ნოემბერს, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ ქ. დუშეთში ჩატარდა უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ.’’ ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 40-მდე კლინიკა მარაგდება. ონკოლოგიითა და ლეიკემიით დაავადებული ...
ფოტოკონკურსი ,, გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა’’ 1 ნოე, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ მართულ პროექტ COMUS-ის ფარგლებში აცხადებს ფოტოკონკურსს : ,, გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა’’ თავისი გამორჩეული არქიტექტურით ...
ლიტერატურული კონკურსი ,,ჩემი ქალაქის ამბები’’ 1 ნოე, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ მართულ პროექტ COMUS-ის ფარგლებში აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს თემაზე- ჩემი ქალაქის ამბები. თითოეული ადამიანისთვის ქალაქი და საცხოვრებელი ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 31 ოქტ, 2016
2016 წლის 1 ნოემბერს, 11:00 საათზე, ქ. დუშეთში, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მოეწყობა უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’. აქცია ჩატარდება დუშეთის კულტურის სახლის შენობის I სართულზე. ( წითელი ჯვრის ოფისი) ...
შეხვედრა ქ. დუშეთის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 31 ოქტ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში მოეწყო შეხვედრა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით