გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1141
სიახლეები
ლადო გუდიაშვილის საიუბილეო საღამო დუშეთში 21 ივნ, 2016
2016 წლის 18 ივნისს, ქ.დუშეთში ჩატარდა ცნობილი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. საღამოს მოწყობის ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მამულიშვილთა კავშირი“. ღონისძიება ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, მხატვრები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები. დღის განმავლობაში ქალაქში ტარდებოდა სხვადასხვა ღონისძიებები. ჭადრაკში ერთდროული სეანსი გამართა მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა. „ჯეო-ჰოსპიტალში“ მიმდინარეობდა ექიმთა საქველმოქმედო აქცია. დარიგდა ჰუმანიტარული ტვირთი. დასასრულს, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ლადო გუდიაშვილის 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო,რომელიც მიჰყავდა საქართველოს სახალხო არტისტს დიმიტრი ჯაიანს.



იხ.ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=996032240516413



იხ.ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=S6E9icDsjhQ
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N32 17 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0188__5_files_merged_.compresse?workerAddress=ec2-54-234-206-43.compute-1.amazonaws.com გთხოვთ, ...
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N31 17 ოქტ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0183__5_files_merged_.compresse/1?e=0 გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ...
დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს 13 ოქტ, 2016
დუშეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, სოფ.დავათში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად გაჭირვებულ რვაშვილიან ოდიშელიძეების ოჯახს გადაეცა საჩუქრები: სარეცხის მანქანა, ტანსაცმელი ბავშვებისათვის და ...
უკანა ფშავის ადმინისტრაციული ერთეულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია 12 ოქტ, 2016
მუქო-ვაკისოფლის გზის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ. იხ. ...
გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის პეტიცია 12 ოქტ, 2016
გუდამაყრის ტერიტორიაზე სანაგვე ურნებისა და სოფლების სახელდების აღმნიშვნელი აბრების განთავსების შესახებ. იხ. ბმული: ...
მოსახლეობის საყურადღებოდ 11 ოქტ, 2016
დღეს, 11 ოქტომბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჟინვალჰესის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა სოფ. ჭოპორტისა, მოსახლეობას ელექტრომომარაგება ...
სიგელი და მადლობის წერილი შალვა ბექაურს 10 ოქტ, 2016
,ვეფხისტყაოსნის’’ ზეპირადმცოდნეთა კონკურსში მონაწილეობისათვის, არღუნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, შალვა ბექაურს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის ...
სოფელ ქვეშეთში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 7 ოქტ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ქვეშეთში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ...
დუშთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა 6 ოქტ, 2016
5 ოქტომბერს,დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სეთურებში, ხანძრის შედეგად დაიწვა ზურაბ სეთურიძის საცხოვრებელი სახლი.დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა გამგეობის სივრცითი მოწყობის,ინფრასტრუქტურის განვითარების,არქიტექტურისა და ...
ფეხბურთის ახალი მოედანი დუშეთში 6 ოქტ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ქ.დუშეთში გაიხსნა ფეხბურთის ახალი მოედანი. გაიმართა ამხანაგური თამაში მოყვარულ ფეხბურთელთა შორის. ფეხბურთის მოედნის გახსნას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით