გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1125
სიახლეები
საერთო კრება მაღაროსკარში 20 ივნ, 2016
2016 წლის 16 ივნისს, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს დემოკრატიულ მექანიზმებზე მოქალაქეთა ჩართულებას, ჩატარდა სოფლის საერთო კრება, რომლის მიზანიც სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, თვითმმართველობასთან თანამშრომლობა და სათემო საკითხების გადაჭრა იყო.

კრებაზე განხილული იქნა 3 ძირითადი საკითხი: სოფელ მაღაროსკარში (კლუბის ფოიეში ) სპორტული დარბაზის მოწყობა; სათემო ცენტრის წევრი ქალებისა და ახალგაზრდული ჯგუფის ,,იმედის სხივების’’ წევრთა ჩართულობით დასუფთავების აქციის მოწყობა და სოფლის რჩეულის არჩევა.

არჩეულ იქნა სოფლის რჩეული ლელა ნათობიშვილი. ის საკითხები, რომლებიც დაისვა კრებაზე, გათვალისწინებულ იქნება მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თემის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.



იხ.ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=995286397257664



იხ. ფოტომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=VDkKj184xMo
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განმხილველი საბჭოს ოქმი N14 2 აგვ, 2016
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://issuu.com/dusheti.municipality/docs/scan0094__4_files_merged_?workerAddress=ec2-54-173-88-110.compute-1.amazonaws.com გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არ ნიშნავს,რომ მოქალაქეს უკვე მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ...
სტიქია ხორხის ხეობაში 2 აგვ, 2016
31 ივლისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ ხორხის ხეობაში დააზიანა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები და ნაპირსამაგრები; სოფელ ხორხსა და სონისველასთან, ცენტრალურ გზებზე ჩამოწოლილია ქვა-ღორღი და მორები; ჩამონგრეულია სოფელ ლაუშასთან ...
,,ვაჟაობა 2016’’ 30 ივლ, 2016
30 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ- ჩარგალში სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა 2016’’ გაიმართა . ორგანიზებული იყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული დოღი, ,,ხრიდოლი’’, კონცერტი ადგილობრივი და ...
ქსანი-სტეფანწმინის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განხილვა 28 ივლ, 2016
28 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში დაინტერესებული მოსახლეობისათვის გაიმართა 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის („ე.გ.ხ.“) ქ/ს „ქსანი“-დან სტეფანწმინდამდე პროექტის განხილვა. ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია და მისი კოორდინატები მეტნაკლებად ეხება ჭართლის, ...
,,პეპე მუხიკა-გაკვეთილები ყვავილების ბაღიდან’’ 27 ივლ, 2016
26 ივლისს, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ჰაიდი სპეკონიას დოკუმენტური ფილმის ,,პეპე მუხიკა-გაკვეთილები ყვავილების ბაღიდან’’ ჩვენება , რომელიც ორგანიზებული იყო NOOSFERA FOUNDATION-ის მიერ CineDoc-Tbilisi-ის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. ფილმის ჩვენებს შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ...
,, ვაჟაობა- 2016’’ 26 ივლ, 2016
30 ივლისს, სოფელ ჩარგალში გაიმართება სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა’’. ტრადიციულად ჩატრდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: დოღი, ,,ხრიდოლი’’, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების (,,ქალილო’’, ,,გორდელა’’ , ჟინვალის კულტურის სახლთან არსებული ვაჟთა ანსამბლი და ...
შეხვედრა პირმისაანთკარისა და შალიკიანთკარის მოსახლეობასთან 25 ივლ, 2016
25 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი პირმისაანთკარსა და შალიკიანთკარში იმყოფებოდა. შეხვდა მოსახლეობას და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილობრივებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს გზის, სანიაღვრე სისტემისა და წყლის ...
დუშეთის ისტორიული უბნის სარეაბილიტაციო პროექტის განხილვა 25 ივლ, 2016
22 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარებისა და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციოდ პრიორიტეტების შესარჩევმა კომისიამ გამართა სამუშაო შეხვედრა დუშეთის ისტორიული უბნის სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ...
შაქრო ხუდოიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში 25 ივლ, 2016
13-17 ივლისს, ქ.ბათუმში ჩატარდა შაქრო ხუდოიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში, რომელშიც მონაწილეობდნენ ბელორუსის, უკრაინის, ყაზახეთის, აზრებაიჯანისა და საქართველოს მოკრივეთა გუნდები. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანებისა და დუშეთის ...
ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 22 ივლ, 2016
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის N308 დადგენილების მიხედვით, ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეული დაემატა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარეობს ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით