გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
შეხვედრა მჭადიჯვრისა და ჭოპორტის თემების მოსახლეობასთან 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი მჭადიჯვრისა და ჭოპორტის მოსახლეობას შეხვდა.

დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში წარდგენილმა ზემოაღნიშნულმა საპროექტო წინადადებამ, გაიმარჯვა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“.

პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა თანამედროვე კომუნიკაციების გზითა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებით. საპილოტე თემებად შერჩეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციული ერთეული ( ქ. დუშეთი, ჟინვალი, ფასანაური, მჭადიჯვარი და ჭოპორტი), სადაც პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტების“ შექმნა, რომელთა ძირითად ბირთვს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა წარმოადგენდეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟინვალის,დუშეთის და ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრებზე, პროექტზე მომუშავე მობილურმა ჯგუფმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პროექტის არსისა და განსახორციელებელი ქმედებების შესახებ, ჩამოყალიბდა „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტი’’, რომელიც მომავალში პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამიზნე ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ფოკუს-ჯგუფების, საინფორმაციო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დებატების ორგანიზებას მოსახლეობასთან და სხვ.

შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილი, გამგებლის წარმომადგენლები მჭადიჯვრისა და ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და პროექტზე მომუშავე მობილური ჯგუფის წევრები.





შეხვედრა პედაგოგებთან 27 მაი, 2017
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ეგიდით შემუშავდა პროექტი,რომლის ფარგლებშიც უკვე მესამე წელია ტარდება უფასო ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და საგნებში პედაგოგთა პროფესიული სრულყოფისათვის,წინსვლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. 27 მაისს, ...
ქ. დუშეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 26 მაი, 2017
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა. ტრადიციულად დუშეთში დილიდან სხვადასხვა აქტივობები მოეწყო, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, ...
ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ! 25 მაი, 2017
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის'' მიერ, ვლადიკავკაზი-თბილისის 700 მმ-იან მაგისტრალზე წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 29 მაისს, 08:00 სთ-დან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: ქ. დუშეთი, ...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. დუშეთში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები: 25 მაი, 2017
12:30 სთ- კონცერტი ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობის წინ. 12:30 სთ - საჭადრაკო ტურნირი ბარისახოსა და დუშეთის მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის. 14:00 სთ -მემორიალური სტენდის გახსნა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქ. დუშეთის N 1 საჯარო სკოლაში. 15:00სთ - დოღი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ...
გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა 24 მაი, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის’’ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითა და თანადაფინანსებით განხორციელდა ამბულატორიის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ...
შ. დავითაშვილის სახელობის ნორჩ მუსიკოსთა კონკურსი 23 მაი, 2017
მიმდინარე წლის მაისში, ქ. თელავში, ჩატარდა კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის სახელობის ნორჩ მუსიკოსთა კონკურსი, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღეს დუშეთის სახელოვნებო და ჟინვალის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. ჟიურის ...
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია 18 მაი, 2017
18 მაისს, ქ.დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -„გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივ თვითმართველობის განხორციელების პროცესში“. პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
,,აწარმოე საქართველოში’’ 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ,,მეწარმეობის განვითარების ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 მაი, 2017
16 მაისს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის (ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27) სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით