• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    მარტი

    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის კარგი ფინანსური მართვის პროგრამის (GFG) ექსპერტ გიორგი ტოკლიკიშვილთან.

    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალ ინიციატივაზე, რომლის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

    პირველ ეტაპზე მომზადდება მოქალაქეთა ჩართულობის კომპლექსური პროგრამა, რომლის განხორციელებას მუნიციპალიტეტი დაიწყებს მაისის თვიდან.

    ინიციატივა ხორციელდება GIZ-ის კარგი ფინანსური მართვის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს, რომ 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად სრულყოფილად ასახავდეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.

    შეხვედრას ესწრებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო, ადმინისტრაციული, ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

    13
    მარტი

    მაცაცო ნარიმანიძე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

    ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის მერს მათთვის საინტერესო თემებზე დაუსვეს შეკითხვები, ხოლო მაცაცო ნარიმანიძემ მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

    „ახალგაზრდობის ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალგაზრდული საბჭო და გავხსენით ახალგაზრდული სივრცე, სადაც გექნებათ იდეების გაცვლის შესაძლებლობა. მოახდენთ თვითრეალიზაციას. თქვენ მაქსიმალურად და აქტიურად უნდა იყოთ ჩართულნი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში. ჩვენი მხრიდან კი თქვენს საინტერესო ინიციატივებს, იდეებს ყოველთვის ექნება მხარდაჭერა და ხელშეწყობა.“ - მიმართა საბჭოს წევრებს მაცაცო ნარიმანიძემ.

    ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები აქტიურად გაიმართება.

    9
    მარტი

    ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ანსამბლების - “ქალილოს“, „დუშეთის ბენდისა“ და გორელიშვილების ოჯახის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა

    ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ანსამბლების - “ქალილოს“, „დუშეთის ბენდისა“ და გორელიშვილების ოჯახის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა. ასევე, მაყურებლის წინაშე წარსდგა დუშეთის სახალხო თეატრის დასი და მოეწყო მხატვარი ქალბატონების ავტორობით ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

    საღამოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ჯემალ დამაცალაშვილი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.

    ღონისძიების დასასრულს, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები - თაიგულები გადაეცათ.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გვანცა ესტატიშვილთან და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე ასევე პირადად მიულოცა სამედიცინო სფეროსა და პოლიციაში მომუშავე ქალბატონებს, მათ მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვა.

    1
    თებერვალი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა, რომლის ფარგლებშიც მომხსენებლად, მოადგილეებთან ერთად, წარდგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.

    🔷️ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური უძღვებოდა.

    🔵სხდომაზე საკრებულოს წევრებმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის:

    🔷️დუშეთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე;

    🔷️ მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ;

    🔷️ დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ;

    🔷️ დაბა ფასანაურში და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ;

    🔷️საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2023 წლის 22 დეკემბრის N27 დადგენილებით დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტის ნაწილში.

    ➡️შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

    25
    დეკემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

    სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური მოადგილეებთან ელგუჯა უნდილაშვილთან და გვანცა ესტატიშვილთან ერთად უძღვებოდა, მომხსენებლად წარდგა დუშეთის მუიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური.

    საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

    საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის

    შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.

    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.