გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
დუშეთის მუნიციპალიტეტში 9 მაისი აღინიშნა 9 მაი, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - ვაჟა ჩოხელმა, მეორე მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანებს უმასპინძლა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით დაასაჩუქრა. მან პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვეტარანებისა და დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს. ვაჟა ჩოხელმა და ზაქარია ქუცნაშვილმა მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს, ისაუბრეს გამარჯვებაში ქართველების ღვაწლზე, ვეტერანთა კეთილდღეობისა და დაღუპულთა ხსოვნის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, გამგეობის სხვდასხვა სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის სოციალური ცენტრის მოხალისეები და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი - გოჩა ნაყეური.

ღონისძიების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბა ჟინვალში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს- ხვთისო ლომაშვილს ესტუმრნენ, რომელსაც დღეს 102 წელი შეუსრულდა, მოინახულეს, მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1301100473342920
შემოქმედებითი საღამო ქ. დუშეთში 23 ივნ, 2017
22 ივნისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში, გაიმართა ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის მურმან ჯინორიასა და მომღერალ ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო. მაყურებელს თავისი პროგრამა წარუდგინა და საღამო გახსნა ლაშა ღლონტმა, რომელმაც შესრულა ნატო ...
მოსახლეობის საყურადღებოდ 22 ივნ, 2017
2017 წლის 27 ივნისს, 11 სთ-დან 16 სთ-მდე ქ. დუშეთის კულტურის ცენტრის პირველ სართულზე, სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ატარებს სკრინინგის უფასო აქციას ინსულტის პრევენციის მიზნით. ...
პროექტ „COMUS”-ის დახურვის ღონისძიება 22 ივნ, 2017
21 ივნისს დუშეთის ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში გაიმართა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება. „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები“ (COMUS) 2 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უამრავი აქტივობა განხორციელდა და შეიქმნა კულტურული ...
22 ივნ, 2017
დღეს, 22 ივნისს, 18 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება მსახიობ მურმან ჯინორიას და და მომღერალ ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო. გთხოვთ. ...
ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ 16 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა 10 დღის განმავლობაში უნდა ...
ფესტივალი „ვიოლინოს გასაღები“ და „ოქროს ნიღაბი“ 15 ივნ, 2017
2017 წლის 15 ივნისს, დუშეთის კულტურის სახლში დასრულდა ფესტივალ_ კონკურსი „ ვიოლინოს გასაღები“ და „ოქროს ნიღაბი“. ფესტივალში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები და სკოლამდელი აღზრდის ფილიალების აღსაზრდელები. მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ და გამოვლინა გამარჯვებულები: ...
ფესტივალ-კონკურსი „ვიოლინოს გასაღები” 14 ივნ, 2017
2017 წლის 14 ივნისს, ქ.დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა ყოველწლიური ქართული საბავშვო საესტრადო სიმღერების ფესტივალ-კონკურსი „ვიოლინოს გასაღები“, რომელშიც მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის N 3 ფილიალი,ფასანაურისა და ანანურის საჯარო სკოლის ...
ფესტივალი ოქროს ნიღაბი 13 ივნ, 2017
ყოველწლიური თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“ გრძელდება.13 ივნისს, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ დუშთის მუნიციპალიტეტის I და II, ფასანაურისა და ბულაჩაურის საჯარო სკოლების მოსწავლეები.დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებული ბავშვები. იხილეთ ფოტომასალა: ...
თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი’’ გაიხსნა 12 ივნ, 2017
12 ივნისს, ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიხსნა ყოველწლიური თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი’’, რომელშიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. II და III საბავშვო ბაღების აღზარდელებმა მაყურებელს წარუდგინეს ...
ქ. დუშეთში განახლებული კულტურის სახლი გაიხსნა 9 ივნ, 2017
2017 წლის 9 ივნისს, ქ. დუშეთში, საზეიმოდ გაიხსნა ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლი, რომელსაც წელს, 60 წელი შეუსრულდა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანდებით, 1957 წელს აშენებულ კულტურის სახლს სრული ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით