გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
მიმდინარეობს მლაშე-ჩანადირების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 26 ივნ, 2017
2017 წლის 26 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა, გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მლაშე-ჩანადირების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის 4050 გრძივი მეტრის სრული მოასფალტება. სოფელ მალშეში გზის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი გაბიონიების მოწყობა, იხრეშება შიდა საავტომობილო გზები. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და წლის ბოლოს, ნოემბრის თვეში დასრულდება.



იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1347240498728917



იხილეთ ვიდეომასლა: https://www.youtube.com/watch?v=R-G77FXaV1E&feature=youtu.be
შეხვედრა დაცული ლანდშაფტის მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით 30 ივნ, 2017
ქ. დუშეთში, გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, კერძოდ, პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრისათვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხულული იქნა ახალი დაცული ტერიტორიის შესაქმნელად საჭირო ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები: 29 ივნ, 2017
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-14 მუხლის მე-5-ე პუნქტის შესაბამისად და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ...
ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საყურადღებოდ ! 29 ივნ, 2017
შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა'' და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის'' მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 29 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდება ბუნებრივი ...
საინფორმაციო შეხვედრა 28 ივნ, 2017
27 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში. „ბოდორნის არსებული წყალსაცავის ტერიტორიაზე ფიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების “ ანგარიშის განხილვა გაიმართა. პროექტს ახორციელებს კომპანია GWP( ჯორჯიან უოთერ ენდ ...
სოფელ ციხისძირში დასრულდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გაზიფიცირება 28 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისძირში დასრულდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.მოხდა ხელახალი დაქსელვა. სოფელში განხორციელებული სამუშაოების შდეგად მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება. აგრეთვე ციხისძირში მიმდინარე ...
ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის შესახებ 27 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 29 ივნისს, 10 საათიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ამ მისამართზე : ქ. დუშეთი, რუსთაველის #27. ვაკანსიების მიხედვით ყველა ...
უფასო სკრინინგის აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 27 ივნ, 2017
მიმდინარე წლის 27 ივნისს, ქ. დუშეთში , სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრისა’’ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ინსულტის პრევენციის მიზნით უფასო სკრინინგს აქცია ჩატარდა. სკრინინგი ...
ზაურ სიდამონიძის სახელობის რესუბლიკური ტურნირი ქ. დუშეთში 26 ივნ, 2017
მიმდინარე წლის 25 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანების’’ ორგანიზებით, ქ. დუშეთში გაიმართა ზაურ სიდამონიძის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ დუშეთის, ...
ფასანაური-გუდამაყრის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფასანაური-გუდმაყრის მიმართულებით, გზის მოასფალტება მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ივლისის თვეში დასრულდება. პროექტით ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით