გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში 7 ივლ, 2017
6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბარისახოში, სადაც დაზიანებულია ცენტრალური და შიდა გზები; სოფელ ბისოში დიამეწყრა ფერდობი, სოფლებში- ხახმატსა და კორშაში ადიდებულმა მდინარეებმა მოწყვიტა საფეხმავლო ხიდები, დამცავი გაბიონები და ჯებირები, ლიქოკის ხეობაში მდინარის მიღმა დარჩა რამდენიმე ოჯახი, ნატანი მასალით ამოივსო გუდანი-ატაბე-წინხადუს ხევები და ბოგირები.

უხვი ნალექის შედეგად, შატილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიორგიწმინდაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა გიორგიწმინდა-შატილის გზა, ადიდებულმა ხევებმა წაიღო სოფლების-კისტანისა და ხონისჭალას ხიდები. ამ დრომდე შატილში რჩება 55-მდე ტურისტი, რომლებიც უამინდობის დროს შატილსა და გულოს ხეობაში იმყოფებოდნენ. ტურისტების ტრანპორტირებას ხელს კვლავ უამინდომა უშლის.

ნაპირსამაგრი გაბიონები, საცალფეხო ხიდები და შიდა გზები დაზიანდა, ასევე, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სოფლებში-მიგრიაულთასა და კაწალხევში.

ასევე, რთულია მდგომარეობა ჭართლისა და გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულბში, განადგურებულია სოფლებში მისასვლელი გზები, დაზიანებულია ხიდები და ნაპირსმაგრები. გარესამყაროსაა მოწყვეტილი გუდამაყრის რამდენიმე სოფელი (ბაკურხევის ხეობა), ადგილობრივების თქმით, გადაადგილება შეუძლებელია ფეხითაც კი; დაიზნებულია ჩოხი-დუმაცხო-გამსის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ადიდებულმა არაგვმა დააზიანა საავტომობილო ხიდისოფელ მაქართაში; თითქმის ყველა სოფელს შეექმნა პრობლემა ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, განაკუთრებით დაზიანებულია მისასვლელი გზები სოფლებში -მენესო, ჭართალი და მუგუდა.

სტიქიის ზონები მოინახულა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლემა-ვაჟა ჩოხელმა, იგი გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ვითარებას.

შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ, დაზიანებულ სოფლებში, სადაც ამინდი შესაბამის პირობებს ქმნის უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, ხოლო სოფლებში, სადაც უამინდობა კვლავ პრობლემაა- გამოდარებისთანევე დაიწყება.





იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1359388087514158



იხილეთ ვიდეომასალა: https://www.youtube.com/watch?v=JglwXIZGSoM&feature=youtu.be

შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 7 მარ, 2018
მიმდინარე წლის 7 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მურთაზ ბოდაველი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი შეხვდნენ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ...
თვითნასწავლი მხატვრის - მარინა გოგოჭურის პერსონალური გამოფენა 6 მარ, 2018
მიმდინარე წლის 5 მარტს, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის - მარინა გოგოჭურის პერსონალური გამოფენა. როგორც მხატვარმა აღნიშნა, გამოფენა მიეძღვნა ყველა ხელოვან ქალს. მარინა გოგოჭური პროფესიით პედაგოგია და მუშაობს დუშეთის N1 ...
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 მარ, 2018
2018 წლის 3 მარტს, დაბა ჟინვალის კულტურის სახლში გაიმარათა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჟინვალის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა და ქ.დუშეთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდა ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ...
მხატვრული ფილმი - „ექვთიმე ღვთისკაცი“ 5 მარ, 2018
მიმდინარე წლის 2 მარტს, დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცი“-ს ჩვენება გაიმართა, რომელიც ქართველი ხალხის ქველმოქმედებით არის შექმნილი. მაყურებელს ფილმი წარუდგინა რეჟისორმა და ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 3 მარ, 2018
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გატყობინებთ, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, იმდენად შემცირდა ჟინვალის სატუმბ სადგურში ფილტრატი წყლის შემოდინება, საიდანაც მარაგდებოდა ქ. დუშეთი, დაბა ...
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები 11 ივლ, 2017
6 - 7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად რთული მდგომარეობა შეიქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში. თითქმის ყველა სოფელში განადგურდა მისასვლელი გზები, დაზიანდა ნაპირსამაგრები. შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 11 ივლ, 2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 ივლისს, 11:00 საათიდან, სოფელ ბაზალეთში ჩატარდება C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია, მობილური ლაბორატორიის გამოყენებით. კვლევა ...
სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის სხდომა 10 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 10 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის’’ სხდომა. კომისიის წევრებთან ერთად, სხდომას ესწრებოდნენ 6-7 ივლისის სტიქიით დაზიანებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დუშთის მუნიციპალიტეტის ...
ხევურეთში დარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გადმოიყვანეს 9 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უამინდობისა და უგზოობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოსა და შატილის ადმინისტრაციულ ერთეულებში დარჩენილი ტურისტების გადმოყვანა განხორციელდა. ტურისტები 6-7 ივლისის ძლიერი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით