გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
შეხვედრა საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ 30 ივნ, 2017
მიმდინარე წლის 30 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების- ,,კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვისა’’ და ,,სიდას’’ ორგანიზებით, რეგიონებში საჯარო სამსახურის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული პირებისათვის საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ ახალი კანონის გაცნობა. აღნიშნული საკითხები დამსწრე საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციის- ,,კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა- ლია როინიშვილმა წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ ახალი კანონი 2017 წლის 01 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, ამიტომ შეხვედრას საკითხის შესახებ საჯარო მოხელეების ინფორმირებულობის დონის ამაღლების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა .

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მიერ, პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები პერმანენტულად იმართება სხვდასხვა რეგიონებში.



იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1351918871594413
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები 11 ივლ, 2017
6 - 7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად რთული მდგომარეობა შეიქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში. თითქმის ყველა სოფელში განადგურდა მისასვლელი გზები, დაზიანდა ნაპირსამაგრები. შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 11 ივლ, 2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 ივლისს, 11:00 საათიდან, სოფელ ბაზალეთში ჩატარდება C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია, მობილური ლაბორატორიის გამოყენებით. კვლევა ...
სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის სხდომა 10 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 10 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის’’ სხდომა. კომისიის წევრებთან ერთად, სხდომას ესწრებოდნენ 6-7 ივლისის სტიქიით დაზიანებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დუშთის მუნიციპალიტეტის ...
ხევურეთში დარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გადმოიყვანეს 9 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უამინდობისა და უგზოობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოსა და შატილის ადმინისტრაციულ ერთეულებში დარჩენილი ტურისტების გადმოყვანა განხორციელდა. ტურისტები 6-7 ივლისის ძლიერი ...
სტიქია დუშეთის მუნიციპალიტეტში 7 ივლ, 2017
6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბარისახოში, სადაც დაზიანებულია ცენტრალური და შიდა გზები; სოფელ ბისოში დიამეწყრა ფერდობი, სოფლებში- ხახმატსა და კორშაში ...
გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი გუდამაყარში 4 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 1 ივლისს, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლი ,, ამ მიწის ბედი ჩემი ბედია''. საღამო ორგანიზებული იყო რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დირექტორის, რეჟისორისა და მსახიობის- იზა ...
სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი 3 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 2 ივლისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა სამეჯლისო–სპორტული ცეკვების სტუდია VIP -ის სოლო კონცერტი, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ სტუდიის ხელმძღვანელი, საქართველოს ცეკვის და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს გენერალური ...
ქ.დუშეთში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 2 ივლ, 2017
2017 წლია 2 ივლისს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ დუშეთის ბატალიონის მეომართა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მებრძოლთა მემორიალი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
ბაზიერთა და მეიარაღეთა ფესტივალი 1 ივლ, 2017
1 ივლისს,ბაზალეთის ტბაზე მდებარეციხე -კოშკში - „ოქროს აკვანი“ ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა,რომელიც მიეძღვნა სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანთა ხსოვნას.ფესტივალის ორგანიზატორი და დამაარსებელია დავით ქაფიაშვილი,რომელმაც სტუმრებს სხვადასხვა კულტურული და სპორტული ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით