გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
სოფელ ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა 13 მარ, 2018
მიმიდნარე წლის 8 მარტს, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლდს ჩერიტის’’ (LDS –CHARITIES) დაფინანსებით განხორციელდა. ახალი ჭაბურღილის ამოქმედებით 250-მდე ოჯახის სასმელი წყლით მომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლდს ჩერიტისა’’ და მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების’’ წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ ჭაბურღილის მოწყობა დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება სოფელ ქუბრიაანთკარშიც. პროექტის დასრულების შემდგომ სასმელი წყლით მომარაგდება 200 -მდე ოჯახი.
ანონსი: 20 მარ, 2018
2018 წლის 21 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალში, (ქ. დუშეთი, რუსთაველის #64 ) გაიმართება ლექცია- სემინარი ტუბერკულოზის შესახებ. შეხვედრა ორგანიზებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ...
საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან 20 მარ, 2018
2018 წლის 16 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა საინფორმაციო ...
დასუფთავების საგაზაფხულო სამუშაოები 20 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო დასუფთავების საგაზაფხულო სამუშაოები , რომელსაც ა(ა)იპ ,,დუშეთს კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების გაერთიანება’’ ახორციელებს. ქალაქის შემოსასვლელში გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, განხორციელდა გამხმარი ხეების ...
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში 20 მარ, 2018
2018 წლის 14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (LEDP) შემუშავების მიზნით, ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის (LED) ოფიცერი თინათინ ცოცხალაშვილი ...
ქ. დუშეთში სისხლის უანგარო დონორთა მორიგი აქცია გაიმართა 14 მარ, 2018
მიმდინარე წლის 14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარის- გიორგი ასლამაზიშვილის ორგანიზებით, ქ.დუშეთში, გაიმართა სისხლის უანგარო ...
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N107 13 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკოპინგის დასკვნა მენესო ჰესზე 13 მარ, 2018
იხილეთ ბმულზე: ...
სადებიუტო მატჩი დუშეთის ,,არაგვსა’’ და ,,ზუგდიდს’’ შორის. 13 მარ, 2018
მიმდინარე წლის 12 მარტს, ქალაქ დუშეთში, გაიმართა ეროვნული ლიგა 3-ის პირველი ტურის სადებიუტო მატჩი დუშეთის ,,არაგვსა’’ და ,,ზუგდიდს’’ შორის. მატჩი ,,არაგვის’’ გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. იხილეთ ფოტომასალა: ...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება #2-136 13 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით