გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1153
სიახლეები
ინოვაციების ცენტრი სოფ. ჭოპორტში 23 სექ, 2016
2016 წლის 23 სექტემბერს, სოფ. ჭოპორტში ბიბლიოთეკის ბაზაზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივი გამგეობის დახმარებით გაიხსნა ინოვაციების ახალი ცენტრი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება მაქსიმალურად ყველა ის სერვისი, რაც თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშია. ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვდასხვა ბიზნესმიმართულებების ტრენინგები.

ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილეები- დავით ჯალაბაძე და გურამ ამირიძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი- ირაკლი ქაშიბაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1069981533121483



იხ. ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=d9OxXlw6dZg&feature=youtu.be

დასუფთავების აქცია 10 მარ, 2017
2017 წლის 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ჯეოსელის პროექტის ,, ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტის’’ ფარგლებში, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მოაწყო დასუფთავების აქცია. აქციის მიმდინარეობა დაათვალიერა ...
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 10 მარ, 2017
(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით, სახელოვნებო სკოლაში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მასში მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა. ამავე დღეს, კონცერტი გაიმართა ჟინვალის კულტურის სახლში. იხ. ...
პროექტი ,,ზრდა'' საქართველოში 9 მარ, 2017
9 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროექტმა ზრდამ და სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გამართა შეხვედრა დუშეთის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დასაქმების ახალი ონლაინ პორტალი www.onjob.ge წარადგინა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდების ...
ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში 6 მარ, 2017
2017 წლის 1-3 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, თანაშემწე- თინათინ ცოცხალაშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე ,,ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება ...
,,ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისათვის’’ 27 თებ, 2017
პროექტს ,,ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისათვის’’ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ელვა’’, ჯეოლაბსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, USAID-ის პროექტს ,,მმართველობა განვითარების ფინანსური მხარდაჭერით’’ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს 5 ...
23 თებ, 2017
2015 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ,,მოხალისეობის განვითარების პროგრამის - ,,საქართველოს მოხალისის’’ განხორციელება. პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო ...
სამუშაო ვიზიტი უკრაინაში 21 თებ, 2017
2017 წლის 15-16 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი-ვაჟა ჩოხელი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „მერები, ლიდერები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში. იგი ირლანდიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მიწვეულ იქნა სპიკერად. სემინარი ...
შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის დაცული ლანდშაფტის სტუსის მინიჭების შესახებ 21 თებ, 2017
20 თებერვალს, ქ. დუშეთში, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, კერძოდ, პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრისათვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებასთან ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 თებ, 2017
2017 წლის 18 თებერვალს, შაბათს, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრის შენობაში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ,, ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის გადაუდებელი ცენტრის’’ ექიმების მიერ ჩატრადება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეთა უფასო გამოკვლევა: კარდიოგრაფია, ...
სამუშაო შეხვედრა 10 თებ, 2017
2017 წლის 9 თებერვალს, ქ.დუშეთში, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს ფშავ -ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და მისი მიმდებარე ზონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით