გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
პროექტი - „განავითარე შენი რეგიონი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში. 20 მარ, 2018
2018 წლის 19 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი- ზურაბ სეხნიაშვილი ა(ა)იპ ,, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენთა გაერთიანების’’ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა სტუდენტური პარლამენტის პროექტი ,,განავითარე შენი რეგიონი’’, რომელიც სოციალური პროგრამის ნაწილია და ემსახურება მუნიციპალიტეტების განვითარების პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას სხვდასხვა მეთოდებით, როგორებიცაა არაფორმალური განათლების ლექციები, ბანაკები, საჯარო brainstorming-ები, ლიდერთა სკოლები და ა.შ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები და მეთოდები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი- გვანცა ხულუზაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი- გია ბექაური და მერიის წარმომადგენლები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება № 657/ს 27 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივილაანების დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ...
ტრენინგი თემაზე - პოლიტიკური პიარი და პოლიტიკური მენეჯმენტი 26 მარ, 2018
2018 წლის 26 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მერიის სააქტო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - პოლიტიკური პიარი და პოლიტიკური მენეჯმენტი. კურსს უძღვებოდა ქალბატონი თამარ ჩიბურდანიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ...
ქ. დუშეთში ,,დედამიწის საათი’’ აღინიშნა 26 მარ, 2018
2018 წლის 24 მარტს, მსოფლიომ საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია ,,დედამიწის საათი’’ აღნიშნა. აქციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის - ზურაბ სეხნიაშვილის ხელშეწყობითა და ქ. დუშეთის I საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ქ.დუშეთიც შეუერთდა და “დედამიწის საათის” მხარდასაჭერად ცენტრალურ ...
გამწვანების აქცია ქ. დუშეთში 23 მარ, 2018
2018 წლის 23 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალისა და დუშეთის სერვის ცენტრის ორგანიზებით, ქ. დუშეთში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, ქ. დუშეთის შემოსასვლელში, დუშეთის ...
შეხვედრა საქართველოს ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებთან 22 მარ, 2018
2018 წლის 22 მარტს, დუშეთის მერმა - ზურაბ სეხნიაშვილმა უმასპინძლა საქართველოს ეროვნული აკადემიის მაღალმთიანი რეგიონების პრობლემათა შემსწავლელი კომისიის წარმომადგენლებს: აკადემიის ვიცე პრეზიდენტს, კომისიის თავმჯდომარეს, აკადემიკოს ავთანდილ არაბულს, საქართველოს აგრარული ...
ქ. დუშეთში დასუფთავების აქცია ,,ლურჯი ნაკადული’’ გაიმართა 22 მარ, 2018
2018 წლის 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა(ა)იპ ,,დუშეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის’’ თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა დასუფთავების აქცია- ,,ლურჯი ნაკადული’’. 22 მარტი წყლის საერთაშორისო ...
სპექტაკლის - ,,ბატის ჭუკი’’ პრემიერა ქ. დუშეთის კულტურის სახლში 21 მარ, 2018
2018 წლის 21 მარტს, თოჯინების თეატრის და მეთოჯინეების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დუშეთის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლის - ,,ბატის ჭუკი'' პრემიერით წარსდგა. სპექტაკლი ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა. პიესის ავტორია თამარ ჯალაღონია, ...
21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება 21 მარ, 2018
1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის ,,საქართველოს გაზეთის’’,(მოგვიანებით ,,ქართული გაზეთის’’) დაარსების დღე, ერთობლივად დააწესეს. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ...
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! 21 მარ, 2018
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია : ,,რას ვმატებ საზოგადოებას’’ . 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს გამოცხადდა. თარიღი 21.03 ერთგვარი სიმბოლიკის მატარებელია, რადგან სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით . მსოფლიოს ...
ანონსი: 21 მარ, 2018
24 მარტს, 12:00 საათზე, სოფ. ჭოპორტის ინოვაციების ცენტრში, გაიმართება შეხვედრა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თემაზე: ინტერნეტი განვითარებისათვის! მეწარმეებს საშუალება ექნებათ უფრო მეტი შეიტყონ Facebook-ის, Google-ის, Booking.com-ის, Ebay-ის და სხვა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით