გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1244
სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან 20 მარ, 2018
2018 წლის 16 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან და მეცხოველეობის სფეროში მომუშავე ტექნიკოსებთან. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ განხილულ იქნა ფუტკრისა და თევზის დაავადებებთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. ლაბორატორიის ვეტერინარმა სპეციალისტმა გაგა ოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, სხვადასხვა დაავადებებისა და მათგან გამოწვეული ზარალის პრევენციისათვის . სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის. შეხვედრის დასასრულს, ლაბორატორიის ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას ფუტკრისა და თევზის დაავადებების შესახებ საცნობარო ლიტერატურა გადასცა.



იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1601044880015143
ქ. დუშეთში დასუფთავების აქცია ,,ლურჯი ნაკადული’’ გაიმართა 22 მარ, 2018
2018 წლის 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა(ა)იპ ,,დუშეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის’’ თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა დასუფთავების აქცია- ,,ლურჯი ნაკადული’’. 22 მარტი წყლის საერთაშორისო ...
სპექტაკლის - ,,ბატის ჭუკი’’ პრემიერა ქ. დუშეთის კულტურის სახლში 21 მარ, 2018
2018 წლის 21 მარტს, თოჯინების თეატრის და მეთოჯინეების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დუშეთის სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლის - ,,ბატის ჭუკი'' პრემიერით წარსდგა. სპექტაკლი ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა. პიესის ავტორია თამარ ჯალაღონია, ...
21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება 21 მარ, 2018
1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის ,,საქართველოს გაზეთის’’,(მოგვიანებით ,,ქართული გაზეთის’’) დაარსების დღე, ერთობლივად დააწესეს. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ...
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! 21 მარ, 2018
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია : ,,რას ვმატებ საზოგადოებას’’ . 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს გამოცხადდა. თარიღი 21.03 ერთგვარი სიმბოლიკის მატარებელია, რადგან სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით . მსოფლიოს ...
ანონსი: 21 მარ, 2018
24 მარტს, 12:00 საათზე, სოფ. ჭოპორტის ინოვაციების ცენტრში, გაიმართება შეხვედრა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თემაზე: ინტერნეტი განვითარებისათვის! მეწარმეებს საშუალება ექნებათ უფრო მეტი შეიტყონ Facebook-ის, Google-ის, Booking.com-ის, Ebay-ის და სხვა ...
ლექცია-სემინარი ტუბერკულოზის შესახებ 21 მარ, 2018
2018 წლის 21 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალში, გაიმართა ლექცია - სემინარი ტუბერკულოზის შესახებ. შეხვედრა ორგანიზებული იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის მიერ, ტუბერკულოზის ...
ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი’’ ქ. დუშეთში 20 მარ, 2018
2018 წლის 20 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა მედიაპროექტ ,,ეტალონს’’ . შესარჩევი ტური, რომელშიც 70 მოსწავლე მონაწილეობდა, დუშეთის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა. 2017-2018 სასწავლო წლის ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა ქ. დუშეთის №2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე - ლიზი ჭონქაძე. ...
ანონსი: 20 მარ, 2018
21 მარტს თოჯინების თეატრის და მეთოჯინეების საერთაშორისო დღეა . თარიღი 2003 წლის 21 მარტიდან იღებს სათავეს, მისი აღნიშვნის ინიციატორი თოჯინების თეატრის ირანელი მოღვაწე ჯივადა ზოლფაგარიხოსია. დუშეთის სახალხო თეატრიც უერთდება ამ დღეს და 21,22,23, 24,25 მარტს გთავაზობთ სპექტაკლის პრემიერას ...
ქ. დუშეთში არსებული ,,ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის’’ ხელმძღვანელი, ქალთა გაერთიანება ,,თამარიონის'' პრეზიდენტი და საქართველოს ტექნიკური უნივეტრსიტეტის ლექტორი - ირმა ჯანგირაშვილი ტელეკომპანია ,,ობიექტივის ეთერში 20 მარ, 2018
იხილეთ ბმული: ...
პროექტი - „განავითარე შენი რეგიონი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში. 20 მარ, 2018
2018 წლის 19 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი- ზურაბ სეხნიაშვილი ა(ა)იპ ,, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენთა გაერთიანების’’ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა სტუდენტური პარლამენტის პროექტი ,,განავითარე შენი რეგიონი’’, რომელიც სოციალური პროგრამის ნაწილია და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით