გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1239
სიახლეები
ლიტერატურული კონკურსი ,,ჩემი ქალაქის ამბები’’ 23 მარ, 2017
ლიტერატურული კონკურსი

,,ჩემი ქალაქის ამბები’’

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - ,,თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში '' ( COMUS) ფარგლებში აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს თემაზე- ჩემი ქალაქის ამბები.

თითოეული ადამიანისთვის ქალაქი და საცხოვრებელი გარემო მისი პიროვნების იდენტობის განმსაზღვრელი ელემენტია, თუმცა ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენი პირადი დამოკიდებულება მშობლიურ გარემოსთან ყალიბდება ჯერ კიდევ ბავშვობის გაუცნობიერებელი წლებიდან: პირადად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადგილებისა და შენობების, შეხვედრის ადგილების, პოპულარული ისტორიების, ანეგდოტებისა თუ კოლორიტული პიროვნებების, საოჯახო არქივებში დაცული ფოტოებისა და დოკუმენტების, უფროსი თაობის მიერ მოყოლილი ამბების და სხვა მრავალი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორის მეშვეობით.

ჩვენი სურვილია აღმოვაჩინოთ და გავიცნოთ მაცხოვრებლების მიერ დანახული დუშეთი, მისი ყოველდღიურობით და ქალაქური ისტორიებით.

კონკურსის მიზანია:

. იმ ქალაქური ისტორიების აღმოჩენა, გაცნობიერება და პოპულარიზაცია, რაც, მატერიალურ მემკვიდრეობასთან ერთად, ქმნის ქალაქის განუმეორებელ ხიბლს და დუშეთის იდენტობას.

. დუშეთის მაცხოვრებლების მეხსიერებაში შემონახული ამბების, პერსონალური თუ საოჯახო ისტორიების, მათ შორის ცნობილ ადამიანებთან, კოლორიტულ პიროვნებებთან, ისტორიულ მოვლენებთან, კონკრეტულ ადგილებთან თუ შენობებთან დაკავშირებული ამბების, ანეკდოტებისა და ისტორიების გამოვლენა.

. ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ინტერესისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქის იდენტობის მაფორმირებელი მატერიალური თუ არამატერიალური ასპექტების გამოვლენის, პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების საქმეში.

კონკურსი მოეწყობა ერთ ტურად.

მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნილი ნამუშევრებიდან საკონკურსო პირობების ყველა ნორმის დაცვით შეირჩევა ყველაზე საინტერესო, ქალაქისათვის ყველაზე ფასეული, ამასთან ყველაზე კარგად შედგენილი ნაშრომები.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენის ტექნიკური მახასიათებლები:

ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს MS Word ფორმატში დაწერილ ელექტრონულ ტექსტს;

შესაბამის შემთხვევაში ცალკე ფაილების სახით თან უნდა ახლდეს ფოტო ან გრაფიკული ილუსტრაციები (ძველი ფოტოების, ჩანახატების, დოკუმენტების ციფრული ვერსიები, სხვა შესაბამისი მასალა);

საკონკურსო ნიმუშის წარმოდგენის ფორმა:

ნამუშევრის ავტორი - სახელი, გვარი

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. ელ. და საფოსტო მისამართი)

ტექსტის სათაური

ძირითადი ტექსტი

ტექსტური ინფორმაციის წყარო: სად, როდის, ვის მიერ იქნა ინფორმაცია მოწოდებული,

საარქივო ილუსტრაციის წყარო: ავტორი/ საოჯახო ან სხვა არქივის მითითება/სხვა..

დანართის სახით, ცალკე ფაილებად საილუსტრაციო მასალა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

საკონკურსო ფოტოები გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე:

comusdusheti@gmail.com

საკონკურსო ნამუშევრების მიღება იწარმოებს 2017 წლის მარტიდან 1 მაისამდე.

სასურველია, სიტყვების საერთო რაოდენობა არ იყოს 500 სიტყვაზე ნაკლები.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეკონტაქტეთ ტელ. ნომერზე: 599 604 500

13სთ-დან -15სთ-მდე (სამუშაო დღეებში).

,,თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში” (COMUS) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი რეგიონული პროექტია, რომელიც მოიცავს ხუთი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა) ცხრა საპილოტე ქალაქს. საქართველოდან მონაწილე საპილოტე ისტორიული ქალაქებია დუშეთი და ჭიათურა.

პროექტის განხორციელების ვადებია 2015-2017. ეროვნულ დონეზე პროექტს კოორდინაციას უწევს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხოლო ადგილობრივ დონეზე - საპილოტე ქალაქის ადმინისტრაციაში შექმნილი პროექტის მართვის ჯგუფები.

COMUS-ის მთავარი მიზანი ისტორიული ქალაქების კულტურული რესურსების და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება და კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების ფაქტორის მდგრადი და სტრატეგიული გამოყენების ხელშეწყობაა.

ადგილობრივი თემის ჩართულობა პროექტის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც ეხმიანება ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის “საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ” დებულებებს.
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ბრუცელიოზის შემთხვევა გამოვლინდა 7 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - ჭილურტსა და ებნისში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ბრუცელიოზის შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სპეციალისტები ...
შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 7 მარ, 2018
მიმდინარე წლის 7 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მურთაზ ბოდაველი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი შეხვდნენ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ...
თვითნასწავლი მხატვრის - მარინა გოგოჭურის პერსონალური გამოფენა 6 მარ, 2018
მიმდინარე წლის 5 მარტს, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის - მარინა გოგოჭურის პერსონალური გამოფენა. როგორც მხატვარმა აღნიშნა, გამოფენა მიეძღვნა ყველა ხელოვან ქალს. მარინა გოგოჭური პროფესიით პედაგოგია და მუშაობს დუშეთის N1 ...
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 მარ, 2018
2018 წლის 3 მარტს, დაბა ჟინვალის კულტურის სახლში გაიმარათა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჟინვალის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა და ქ.დუშეთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდა ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ...
მხატვრული ფილმი - „ექვთიმე ღვთისკაცი“ 5 მარ, 2018
მიმდინარე წლის 2 მარტს, დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცი“-ს ჩვენება გაიმართა, რომელიც ქართველი ხალხის ქველმოქმედებით არის შექმნილი. მაყურებელს ფილმი წარუდგინა რეჟისორმა და ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 3 მარ, 2018
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გატყობინებთ, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, იმდენად შემცირდა ჟინვალის სატუმბ სადგურში ფილტრატი წყლის შემოდინება, საიდანაც მარაგდებოდა ქ. დუშეთი, დაბა ...
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები 11 ივლ, 2017
6 - 7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად რთული მდგომარეობა შეიქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში. თითქმის ყველა სოფელში განადგურდა მისასვლელი გზები, დაზიანდა ნაპირსამაგრები. შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 11 ივლ, 2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 ივლისს, 11:00 საათიდან, სოფელ ბაზალეთში ჩატარდება C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია, მობილური ლაბორატორიის გამოყენებით. კვლევა ...
სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის სხდომა 10 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 10 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის’’ სხდომა. კომისიის წევრებთან ერთად, სხდომას ესწრებოდნენ 6-7 ივლისის სტიქიით დაზიანებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დუშთის მუნიციპალიტეტის ...
ხევურეთში დარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გადმოიყვანეს 9 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უამინდობისა და უგზოობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოსა და შატილის ადმინისტრაციულ ერთეულებში დარჩენილი ტურისტების გადმოყვანა განხორციელდა. ტურისტები 6-7 ივლისის ძლიერი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით