გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1239
სიახლეები
ფოტოკონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება 13 მარ, 2017
მიმდინარე წლის 13 მარტს, ქ. დუშეთში, ყოფ. მუსიკალური სკოლის შენობაში, ფოტოკონკურსის-,, გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა’’ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი გამოცხადებული იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროექტ COMUS-ის ფარგლებში და მიზნად ისახავდა დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, აგრეთვე, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ინტერესის ზრდის ხელშეყობას. გამოვლნდნენ გამარჯვებულები, რომელთაც თემატური საჩუქრები გადასცა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოდგილემ და პროექტ COMUS-ის მენეჯერმა ადგილობრივ დონეზე- ბექა ღარიბაშვილმა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო მონაწილეთა ნამუშევრებს და ინფორმაცია მიიღო პროექტით გათვალისწინებული სამომავლო ღონისძიებების შესახებ.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1238850256234609
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ბრუცელიოზის შემთხვევა გამოვლინდა 7 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - ჭილურტსა და ებნისში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ბრუცელიოზის შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სპეციალისტები ...
შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 7 მარ, 2018
მიმდინარე წლის 7 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მურთაზ ბოდაველი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი შეხვდნენ ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ...
თვითნასწავლი მხატვრის - მარინა გოგოჭურის პერსონალური გამოფენა 6 მარ, 2018
მიმდინარე წლის 5 მარტს, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის - მარინა გოგოჭურის პერსონალური გამოფენა. როგორც მხატვარმა აღნიშნა, გამოფენა მიეძღვნა ყველა ხელოვან ქალს. მარინა გოგოჭური პროფესიით პედაგოგია და მუშაობს დუშეთის N1 ...
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 მარ, 2018
2018 წლის 3 მარტს, დაბა ჟინვალის კულტურის სახლში გაიმარათა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჟინვალის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა და ქ.დუშეთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდა ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ...
მხატვრული ფილმი - „ექვთიმე ღვთისკაცი“ 5 მარ, 2018
მიმდინარე წლის 2 მარტს, დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცი“-ს ჩვენება გაიმართა, რომელიც ქართველი ხალხის ქველმოქმედებით არის შექმნილი. მაყურებელს ფილმი წარუდგინა რეჟისორმა და ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 3 მარ, 2018
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გატყობინებთ, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, იმდენად შემცირდა ჟინვალის სატუმბ სადგურში ფილტრატი წყლის შემოდინება, საიდანაც მარაგდებოდა ქ. დუშეთი, დაბა ...
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები 11 ივლ, 2017
6 - 7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად რთული მდგომარეობა შეიქმნა დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში. თითქმის ყველა სოფელში განადგურდა მისასვლელი გზები, დაზიანდა ნაპირსამაგრები. შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ ! 11 ივლ, 2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 ივლისს, 11:00 საათიდან, სოფელ ბაზალეთში ჩატარდება C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია, მობილური ლაბორატორიის გამოყენებით. კვლევა ...
სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის სხდომა 10 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 10 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის’’ სხდომა. კომისიის წევრებთან ერთად, სხდომას ესწრებოდნენ 6-7 ივლისის სტიქიით დაზიანებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დუშთის მუნიციპალიტეტის ...
ხევურეთში დარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გადმოიყვანეს 9 ივლ, 2017
მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უამინდობისა და უგზოობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოსა და შატილის ადმინისტრაციულ ერთეულებში დარჩენილი ტურისტების გადმოყვანა განხორციელდა. ტურისტები 6-7 ივლისის ძლიერი ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით