გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1125
სიახლეები
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 თებ, 2017
2017 წლის 18 თებერვალს, შაბათს, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრის შენობაში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ,, ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის გადაუდებელი ცენტრის’’ ექიმების მიერ ჩატრადება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეთა უფასო გამოკვლევა: კარდიოგრაფია, კარდიო-ექოსკოპია, დერმატოლოგის კონსულტაცია.

გთხოვთ, მობრძანდეთ.
ქრისტე აღდგა! 15 აპრ, 2017
...
სააღდგომო საჩუქრები 15 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 15 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის-ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს წარმომადგენლებთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ა(ა)იპ ,,დუშთის მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს’’ ესტუმრა და მის 110 ბენეფიციარს ...
შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან 13 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 13 აპრილს, გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან. შეხვედრის მიზანი იყო, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ...
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 12 აპრილს, სახელოვნებო სკოლის ლიტერატურის წრის ორგანიზებით, ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება-,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ’’. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლიტერატურისა და სამუსიკო წრეების მოსწავლეები. ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგოებაშვილის ღვაწლისა და ...
სამუშაო შეხვედრა 10 აპრ, 2017
10 აპრილს, ქ. დუშეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული საჰაერო გაზსადენის მიწისქვეშა გაზსადენად გადაკეთებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კომისიამ განიხილა დაცვის ზონაში არსებული საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშად გადაკეთების ...
შეხვედრა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან 10 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 10 აპრილს, ქ. დუშეთში, ყოფ. სამუსიკო სკოლის შეობაში, ტურიზმის სფეროში მოქმედი ადგილობრივი ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლებისათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა შ.პ.ს. ,,თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის’’ დირექტორთან, ბატონ მალხაზ შუბითიძესთან. ...
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე 9 აპრ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა, გამგებლის პირველ მოადგილესთან - ბექა ღარიბაშვილთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გამგებელმა მოქალაქეებს ბზობის დღესასწაული მიულოცა. დღეს 28 წელი ...
C ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია ქ. დუშეთში 7 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 7 აპრილს, ქ. დუშეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით, ჩატარდა მოსახლეობის უფასო სკრინინგის აქცია C ჰეპატიტზე. მობილური ლაბორატორიის გამოყენებით, სკრინინგის ფარგლებში, ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 5 აპრ, 2017
ჟინვალჰესის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს, დილიდან 18:00 საათამდე, ჰესზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შეწყდება წყამომარაგება. ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ...
ქ. დუშეთში „C“ ჰეპატიტის უფასო კვლევა ჩატარდება 4 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 7 აპრილს, 11:00 საათიდან, ყოფ. სამუსიკო სკოლის შენობაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ჩატრადება ,,C“ ჰეპატიტის უფასო კვლევის აქცია. გთხოვთ, მობრძანდეთ. კვლევა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით