გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1239
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა 10 თებ, 2017
2017 წლის 9 თებერვალს, ქ.დუშეთში, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს ფშავ -ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და მისი მიმდებარე ზონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო“ (2014-2019) პროგრამის ფარგლებში, გერმანელი და ადგილობრივი ტურიზმის ექსპერტის დახმარებით ხორციელდება. სტრატეგიის შემუშავების დასრულება 2017 წლის აპრილშია ნავარაუდები. შეხვედრას უძღვებოდნენ ტურიზმის ექსპერტები - შტეფან შულეინი, ლელა ხარტიშვილი. აგრეთვე, შეხვერდრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი შალვა გივიშვილი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი ვაჟა ჭინჭარაული, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები: თომა დეკანოიძე, ნათია ანდღულაძე, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო-ს წარმომადგენლები: სოფო თვარაძე, ნანა ქართველიშვილი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის დირექტორი გაგა შეთეკაური, კლუბ „ჯომარდის“ დირექტორი მამუკა ბურდული, „არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“-ს დირექტორი სოსო მექვევრიშვილი. შეხვედრას ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1209509022502066

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N 109 18 მაი, 2018
იხილეთ ბმული: ...
ფოტოხელოვანის იონას დოვიდენასის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნა 18 მაი, 2018
2018 წლის 14 მაისს ქალაქ დუშეთში, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ამერიკაში მოღვაწე ლიტველი ფოტოხელოვანის იონას დოვიდენასის ფოტონამუშევრების გამოფენა. იონას დოვიდენასი დაიბადა ლიტვაში 1939 წელს და 1949 ...
ანანურის თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14 მაი, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამჟამად სოფელ ანანურში, ეკლესიის მიმდებარედ დაიწყო გარე მოვაჭრეთათვის ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსდება მეორე ...
გაიმართა პედაგოგთა კონფერენცია 14 მაი, 2018
2018 წლის 12 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით პედაგოგთა კონფერენცია გაიმართა. იგი მიზნად ...
ტურნირი კალათბურთში 11 მაი, 2018
2018 წლის 10 მაისს, ქ. დუშეთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მცხეთა - მთიანეთის საზოგადოებრივი პროკურატურის თასის გათამაშება კალათბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქ. დუშეთის N1, N2, ანანანურისა და მჭადიჯვრის საჯარო სკოლების გუნდებმა. ტურნირზე საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1 ადგილი - ...
ნანა კაიშაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა 11 მაი, 2018
2018 წლის 10 მაისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ.დუშეთის კულტურის სახლში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ ,, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა დუშეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის ნანა ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბრძანება № 1029/ს 10 მაი, 2018
იხილეთ ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბრძანება № 1028/ს 10 მაი, 2018
იხილეთ ბმული: ...
9 მაისი ქალაქ დუშეთში 10 მაი, 2018
2018 წლის 9 მაისს , ქ. დუშეთში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ ,, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ...
ქ. დუშეთში ,,საინფორმაციო რესურს მაგიდა’’ გაიხსნა 10 მაი, 2018
2018 წლის 8 მაისს, ქ.დუშეთში, ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად’’ ფარგლებში, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)შესახებ საინფორმაციო რესურს მაგიდა გაიხსნა. ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით