გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1229
სიახლეები
შეხვედრა საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ 30 ივნ, 2017
მიმდინარე წლის 30 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების- ,,კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვისა’’ და ,,სიდას’’ ორგანიზებით, რეგიონებში საჯარო სამსახურის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული პირებისათვის საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ ახალი კანონის გაცნობა. აღნიშნული საკითხები დამსწრე საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციის- ,,კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა- ლია როინიშვილმა წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ ახალი კანონი 2017 წლის 01 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, ამიტომ შეხვედრას საკითხის შესახებ საჯარო მოხელეების ინფორმირებულობის დონის ამაღლების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა .

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მიერ, პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები პერმანენტულად იმართება სხვდასხვა რეგიონებში.



იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1351918871594413
შეხვედრა ,,კივიტას გეორგიკა’’-ს წარმომადგენლებთან 3 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 3 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკა’’-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ,,კივიტას გეორგიკა’’ ორგანიაზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვებთან“ (Save the Children) ერთად, მსოფლიო ბანკის (World Bank) გლობალური ...
სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი’’ 3 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 3 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის’’ საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კოლეჯის წარმომადგენლებმა დამსწრე ...
შეხვედრა ილიასეული სასამართლოს შენობის მესაკუთრეებთან 2 აპრ, 2018
2 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქ. დუშეთში მდებარე ყოფილი სასამართლოს შენობის მესაკუთრეებთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. კერძო მესაკუთრეებთან ერთად, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ...
უფასო სამედიცინო აქცია ჟინვალში 2 აპრ, 2018
31 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცხეთის სამედიცინო ცენტრმა მოაწყო უფასო სამედიცინო აქცია. აქციის ფარგლებში, ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ უფასო სამედიცინო კონსულტაციებით ისარგებლა. მოსახლეობამ ...
საინფორმაციო შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით 2 აპრ, 2018
31 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ, გასატარებელი ღონისძიების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს მავნებლის საწინააღმდეგოდ შექმნილ სახელმწიფო სტრატეგიასა და ...
ქ. დუშეთში ,,ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრი’’ გაიხსნა 30 მარ, 2018
2018 წლის 30 მარტს, ქ. დუშეთში, ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში გაიმართა ,,ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის’’ გახსნა, რომელსაც წინ უძღვოდა, გასული წლის 30 ივლისს ლიტვის ქალაქ მოლეტაიში დუშეთისა და მოლეტაის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება № 692/ს 30 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივილაანების დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება № 681/ს 30 მარ, 2018
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივწყაროს დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ...
ანონსი: 29 მარ, 2018
2018 წლის 30 მარტს, 13:00 საათზე, ქ. დუშეთში, ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში, გაიმართება ,,ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის'' ოფიციალური გახსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებთან ერთად, ასევე დაესწრებიან მოწვეული სტუმრები: ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და ...
ანონსი: 29 მარ, 2018
მიმდინარე წლის 4 აპრილს,12:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება გუდაურის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების საჯარო განხილვა. შეხვედრა ორგანიზებულია ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიისა’’ და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით