გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1188
სიახლეები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები: 29 ივნ, 2017
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-14 მუხლის მე-5-ე პუნქტის შესაბამისად და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი იქნენ შემდეგი პირები:

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე:

1. ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში (1 ვაკანსია) - ოლღა ბარათაშვილი;

2. ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი საჯარო მენეჯმენტის სფეროში (1 ვაკანსია) - ნინო პავლიაშვილი;

3. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი-გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში (1 ვაკანსია) - ნოდარ კაჭკაჭური;

4. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში (3 ვაკანსია) - ლეილა მიღდისელი, კობა ქარჩაიძე;

5. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში ( 2 ვაკანსია) - გივი აფციაური, რომან ქიმბარიშვილი;

6. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (3 ვაკანსია) - ლამზირა დიდებაშვილი, ტარიელ ფოლოდაშვილი;

7. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში (3 ვაკანსია) - ოთარ ჟიჟიაშვილი, მაია ჩოხელი

8. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში (1 ვაკანსია) - ზაზა გოგოჭური;

9. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში ( 1 ვაკანსია) - ემზარ შაღაშვილი;

10. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (2 ვაკანსია) - თინა კეკიშვილი, რეზო სისაური;

11. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ( 1 ვაკანსია) - ტასო პაპუკაშვილი;

12. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ( 1 ვაკანსია) - გელა ტუქსიშვილი;

13. ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ( 1 ვაკანსია) - კახა შალიკაშვილი;

14. ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სამეურნეო - ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი -ტექნიკური ადმინისტრატორი ( 1 ვაკანსია) - ალესანდრე ჟამუტაშვილი;

15. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი-ბუღალტერი ( 1 ვაკანსია) - მარინე მელიქიშვილი;

16. სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - (2 ვაკანსია) - ნიკოლოზ დუდაური, ნანა აფციაური;

17. სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების,რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების მთავარი ( 1 ვაკანსია) - თემურ ეღიკაშვილი;

18. სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ( 1 ვაკანსია) - მიხეილ ზაქარიაშვილი;

19. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი-ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ( 1 ვაკანსია) - მარინა კაიშაური;

20. ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ( 1 ვაკანსია) - ვლადიმერ გოგოლაური;

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობებზე:

21. საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი - საქმისწარმოების საკითხებში (1 ვაკანსია) - მარიამ ცილიკიშვილი;

კომისიის გადაწყვეტილებით ჩაშლილად უნდა ჩაითვალოს შემდეგ თანამდებობზე გამოცხადებული კონკურსი:

ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში;

ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში;

ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი- გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ზემოთ ჩამოთვლილ ვაკანტურ თანამდებობებზე, კონკურსანტებმა ვერ გადალახეს კომისიის მიერ 14 ივნისს ჩატარებული სხდომის N14 ოქმით დადგენილი მინიმალური ზღვარი.

კომისიის სხდომის ოქმი იხილეთ მითითებულ ბმულზე:

https://issuu.com/dusheti.municipality/docs/_____________16
ბაზიერთა და მეიარაღეთა ფესტივალი 1 ივლ, 2017
1 ივლისს,ბაზალეთის ტბაზე მდებარეციხე -კოშკში - „ოქროს აკვანი“ ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა,რომელიც მიეძღვნა სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანთა ხსოვნას.ფესტივალის ორგანიზატორი და დამაარსებელია დავით ქაფიაშვილი,რომელმაც სტუმრებს სხვადასხვა კულტურული და სპორტული ...
შეხვედრა საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ 30 ივნ, 2017
მიმდინარე წლის 30 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების- ,,კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვისა’’ და ,,სიდას’’ ორგანიზებით, რეგიონებში საჯარო სამსახურის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ...
30 ივნ, 2017
2 ივლისს, ქ.დუშეთის კულტურის სახლში, გაიმართება სამეჯლისო – სპორტული ცეკვების სტუდია „ვი აი პის“ სოლო კონცერტი. მონაწილეობას მიიღებენ: 1. VIP DANCE STUDIO - დუშეთი – ხელმძღვანელი: თეა წიკლაური 2. ანსამბლი „შადიანი“ – დუშეთი – ხემლძღვანელი: შადი ჰადადი 3. სტუდია „ვარსკვლავები“ – თბილისი – ...
შეხვედრა დაცული ლანდშაფტის მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით 30 ივნ, 2017
ქ. დუშეთში, გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, კერძოდ, პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრისათვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხულული იქნა ახალი დაცული ტერიტორიის შესაქმნელად საჭირო ...
30 ივნ, 2017
მიმდინარე წლის 2 ივლისს, 10:00 საათზე, ქ. დუშეთში, ქალაქის შემოსასვლელში მდებარე მემორიალთან და ძმათა სასაფლაოზე, გაიმართება აფხაზეთში, დაბა ტამიშთან დაღუპილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების დუშეთის ბატალიონის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. გთხოვთ, ...
ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საყურადღებოდ ! 29 ივნ, 2017
შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა'' და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის'' მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 29 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდება ბუნებრივი ...
საინფორმაციო შეხვედრა 28 ივნ, 2017
27 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში. „ბოდორნის არსებული წყალსაცავის ტერიტორიაზე ფიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების “ ანგარიშის განხილვა გაიმართა. პროექტს ახორციელებს კომპანია GWP( ჯორჯიან უოთერ ენდ ...
სოფელ ციხისძირში დასრულდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გაზიფიცირება 28 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისძირში დასრულდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.მოხდა ხელახალი დაქსელვა. სოფელში განხორციელებული სამუშაოების შდეგად მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება. აგრეთვე ციხისძირში მიმდინარე ...
ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის შესახებ 27 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 29 ივნისს, 10 საათიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ამ მისამართზე : ქ. დუშეთი, რუსთაველის #27. ვაკანსიების მიხედვით ყველა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით