გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1125
სიახლეები
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ვიზიტი 21 აპრ, 2017
21 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში მიიღო. განხილული იქნა მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები, საქართველოში არსებულ კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებები დაცული ტერიტორიების მართვის გეგმასა და სტრატეგიებთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორი იან ჩერნიკიც, რომელმაც ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაწყებულ ხუთწლიან პროგრამაზე ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და განვითარებისათვის. განხილული იქნა, აგრეთვე, სოფლის მეურნეობისა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის საკითხი. პროექტების დასაზუსტებლად და მარშუტების დასაგეგმად, ექსპერტები აპრილის თვეში ფშავსა და გუდამაყარს ეწვევიან. პროექტის მიზანია, ლოკალური ტურ-მარშრუტების შემუშავება, ტურისტების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა და მომსახურების სფეროს განვითარება, გარდა ამისა, ფშავსა და გუდამაყარში, დაგეგმილია ბილიკების მარკირება შვეიცარიული სისტემით. ჩეხეთის განვითარების სააგენტომ უკვე განახორციელა პროექტი „ფშავ-ხევსურეთში გადასასვლელი ახალი ტურისტული ბილიკების შექმნა“, რომელიც მიზნად ისახავდა ომალოსა (თუშეთი) და შატილს (ფშავ-ხევსურეთი) შორის საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკების მონიშვნას, გაუმჯობესებასა და აღდგენას.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელების გარდა, ესწრებოდნენ ,,ფშავ-ხევსურეთის ერონული პარკის’’ ადმინისტრაციის დირექტორი - ვაჟა ჭინჭარაული და ა(ა)იპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის’’ ხელმძღვანელი - ბაბუა ალუდაური.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1280522865400681
ენერგო-ეფექტური ღუმელი სოფ. მიქელიანის საბავშვო ბაღს 24 აპრ, 2017 13:31
24 აპრილს, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში, გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე- თინათინ ცოცხალაშვილი და გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი - მიხეილ კარიაული, ...
21 აპრ, 2017
22 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უერთდება დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მასშტაბურ დასუფთავების აქციას. მოხალისეები შეიკრიბებიან 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობასთან. გთხოვთ, მობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთ ...
გამწვანების აქცია ქ. დუშეთში 21 აპრ, 2017
21 აპრილს, ქ. დუშეთში, სკვერის ტერიტორიაზე, ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა’’ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა. დაირგო ცაცხვისა და ფიჭვის ნერგები, სულ ასი ნერგი. აქციაში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
გილოცავთ, 2017 წლის აპრილში, ბეჭდვით მედიას ახალი გაზეთი - ,,საარაგვო’’ შეემატა! 20 აპრ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების გაზეთი ყოველთვიური გამოცემაა, რომლის რედაქცია მიზნად ისახავს, მკითხველის ინფორმირებას ობიექტური და მრავალფეროვანი ამბებით დუშეთის მუნიციპალიტეტის შესახებ. გაზეთის შეძენა შესაძლებელია ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი N 05 20 აპრ, 2017
იხ. ...
სამუშაო შეხვედრა 19 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 19 აპრილს, ქ. დუშეთში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის- ,,შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია, კულტურულ და შემოქმედებით სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ...
ქრისტე აღდგა! 15 აპრ, 2017
...
სააღდგომო საჩუქრები 15 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 15 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის-ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს წარმომადგენლებთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ა(ა)იპ ,,დუშთის მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს’’ ესტუმრა და მის 110 ბენეფიციარს ...
შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან 13 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 13 აპრილს, გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან. შეხვედრის მიზანი იყო, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით