გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1125
სიახლეები
შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან 13 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 13 აპრილს, გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატთან.

შეხვედრის მიზანი იყო, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. სახლახო დამცველის აპარატის შეზღუდული შესალებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სახალხო დამცველის მანდატი გააცნეს და ინფორმაცია მიაწოდეს შშმ პირთა უფლებების კონვენციის, აგრეთვე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების აუცილებლობისა და მათი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ.

დასასრულს, გაიმართა დისკუსია დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ და განხილული იქნა გარემოს მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები; პარკირების წესები; ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა ორგანიზაციების მხარდაჭერის ვალდებულებასა და შშმ პირთა ჩართულობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისათვის, სამომავლოდ, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის .



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1271154119670889
ენერგო-ეფექტური ღუმელი სოფ. მიქელიანის საბავშვო ბაღს 24 აპრ, 2017 13:31
24 აპრილს, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში, გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე- თინათინ ცოცხალაშვილი და გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი - მიხეილ კარიაული, ...
21 აპრ, 2017
22 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უერთდება დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მასშტაბურ დასუფთავების აქციას. მოხალისეები შეიკრიბებიან 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობასთან. გთხოვთ, მობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთ ...
გამწვანების აქცია ქ. დუშეთში 21 აპრ, 2017
21 აპრილს, ქ. დუშეთში, სკვერის ტერიტორიაზე, ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა’’ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა. დაირგო ცაცხვისა და ფიჭვის ნერგები, სულ ასი ნერგი. აქციაში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ვიზიტი 21 აპრ, 2017
21 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში მიიღო. განხილული იქნა მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები, საქართველოში არსებულ კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებები დაცული ...
გილოცავთ, 2017 წლის აპრილში, ბეჭდვით მედიას ახალი გაზეთი - ,,საარაგვო’’ შეემატა! 20 აპრ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების გაზეთი ყოველთვიური გამოცემაა, რომლის რედაქცია მიზნად ისახავს, მკითხველის ინფორმირებას ობიექტური და მრავალფეროვანი ამბებით დუშეთის მუნიციპალიტეტის შესახებ. გაზეთის შეძენა შესაძლებელია ...
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი N 05 20 აპრ, 2017
იხ. ...
სამუშაო შეხვედრა 19 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 19 აპრილს, ქ. დუშეთში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის- ,,შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია, კულტურულ და შემოქმედებით სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ...
ქრისტე აღდგა! 15 აპრ, 2017
...
სააღდგომო საჩუქრები 15 აპრ, 2017
მიმდინარე წლის 15 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის-ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს წარმომადგენლებთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ა(ა)იპ ,,დუშთის მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს’’ ესტუმრა და მის 110 ბენეფიციარს ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით