გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1142
სიახლეები
შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის დაცული ლანდშაფტის სტუსის მინიჭების შესახებ 21 თებ, 2017
20 თებერვალს, ქ. დუშეთში, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის, კერძოდ, პირაქეთა ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრისათვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.



სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან ერთად განიხილეს ახალი დაცული ტერიტორიის შესაქმნელად საჭირო კანონპროექტის შემუშავების საკითხი და არეალის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭირო კანონპროექტის შემუშება, დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ტურიზმის განვითარებას; მიგრაციის პრევენციასა და მხარის სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით განვითარებას.

შეხვედრას ესწებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი-ვაჟა ჩოხელი, საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების“ სააგენტოს ხელმძღვანელი-შალვა გივიშვილი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს რეგიონალური მენეჯერი-იან ჩერნიკსი, „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ეროვნული კოორდინატორი-ეკატერინე კაკაბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1219940441458924



იხ. ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/watch?v=brxquZK1eGM&feature=youtu.be
ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსის შესახებ 27 ივნ, 2017 18:49
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 29 ივნისს, 10 საათიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ამ მისამართზე : ქ. დუშეთი, რუსთაველის #27. ვაკანსიების მიხედვით ყველა ...
უფასო სკრინინგის აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 27 ივნ, 2017 11:45
მიმდინარე წლის 27 ივნისს, ქ. დუშეთში , სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრისა’’ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ინსულტის პრევენციის მიზნით უფასო სკრინინგს აქცია ჩატარდა. სკრინინგი ...
ზაურ სიდამონიძის სახელობის რესუბლიკური ტურნირი ქ. დუშეთში 26 ივნ, 2017 14:02
მიმდინარე წლის 25 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანების’’ ორგანიზებით, ქ. დუშეთში გაიმართა ზაურ სიდამონიძის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ დუშეთის, ...
მიმდინარეობს მლაშე-ჩანადირების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 26 ივნ, 2017 13:57
2017 წლის 26 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა, გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მლაშე-ჩანადირების საავტომობილო გზის ...
ფასანაური-გუდამაყრის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 ივნ, 2017 12:50
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა- ვაჟა ჩოხელმა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფასანაური-გუდმაყრის მიმართულებით, გზის მოასფალტება მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ივლისის თვეში დასრულდება. პროექტით ...
შემოქმედებითი საღამო ქ. დუშეთში 23 ივნ, 2017
22 ივნისს, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში, გაიმართა ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის მურმან ჯინორიასა და მომღერალ ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო. მაყურებელს თავისი პროგრამა წარუდგინა და საღამო გახსნა ლაშა ღლონტმა, რომელმაც შესრულა ნატო ...
მოსახლეობის საყურადღებოდ 22 ივნ, 2017
2017 წლის 27 ივნისს, 11 სთ-დან 16 სთ-მდე ქ. დუშეთის კულტურის ცენტრის პირველ სართულზე, სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ატარებს სკრინინგის უფასო აქციას ინსულტის პრევენციის მიზნით. ...
პროექტ „COMUS”-ის დახურვის ღონისძიება 22 ივნ, 2017
21 ივნისს დუშეთის ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში გაიმართა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება. „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები“ (COMUS) 2 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უამრავი აქტივობა განხორციელდა და შეიქმნა კულტურული ...
22 ივნ, 2017
დღეს, 22 ივნისს, 18 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება მსახიობ მურმან ჯინორიას და და მომღერალ ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო. გთხოვთ. ...
ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ 16 ივნ, 2017
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა 10 დღის განმავლობაში უნდა ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით