გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1231
სიახლეები
შეხვედრა ილიასეული სასამართლოს შენობის რეაბილიტაციის თაობაზე 11 აპრ, 2018
1 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქ. დუშეთში მდებარე ყოფილი სასამართლოს შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო პრობლემური საკითხების გადაწყვეტისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მიზნით. შეხვედრა ორგანიზებული იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ და მოწვეულნი იყვნენ შენობის კერძო მესაკუთრეები, თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ დასწრებია. ყოფილი სასამართლოს შენობა დღეს სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელთა განხორციელებისათვის პირველ ეტაპზე, აუცილებელია მესაკუთრეებთან გარკვეული კომპრომისული შეთანხმების მიღწევა, რისთვისაც ადგილობრივი ხელისუფლება მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობს. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ აღნიშნულ შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სახლი სწორედ ის შენობაა, სადაც ილია ჭავჭავაძეს მომრიგებელი შუამავლის კამერა ჰქონდა მოწყობილი. 1968 წლიდან 2009 წლამდე კი ფუნქციონირებდა, როგორც ილია ჭავჭავაძის მუზეუმი. შეხვედრაზე განხილული იქნა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების უმოკლეს ვადაში დაწყებისათვის საჭირო ყველა შესაძლო გზა და წინადადება, მათ შორის სახელმწიფოს უფლებამოსილება თავად მოახდინოს ძეგლის რეაბილიტაცია როდესაც ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ხოლო კერძო მესაკუთრე აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს. ჩაინიშნა სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩამოყალიბდა დამსწრე საზოგადოების მოსაზრებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან კონსულტაციების გათვალისიწინებით. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, მისი მოადგილე - მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - ზურაბ სეხნიაშვილი, მისი პირველი მოადგილე - გიორგი თანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი ინაშვილი, მისი მოადგილე- კახაბერ ჩიტაური, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი- თეა ონიანი, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანია, ქვეყანას შეუნარჩუნოს ილიასეული სასამართლოს შენობა, როგორც ერთერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირებულება.



იხილეთ ფოტომასალა: https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1629130040539960
უფასო კვლევის აქცია ,,C ჰეპატიტზე’’ 24 აპრ, 2018 14:06
მიმდინარე წლის 25 აპრილს, 11:00 საათიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით, ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიმართება მოსახლეობის უფასო სკრინინგის აქცია C ჰეპატიტზე, მობილური ლაბორატორიის ...
ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა 24 აპრ, 2018 05:38
2018 წლის 20 აპრილს ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ლიტერატურული წრის ხელმძღვანელის თინა თანიაშვილის ორგანიზებით, ჩატრადა ღონისძიება - ,,სხვა ...
ანონსი: 24 აპრ, 2018 05:37
24-25 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში მაღაროსკარის, ბარისახოს, ფასანაურისა და გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან განხილული იქნება არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის საკითხი. აღსანიშნავია, ...
სოფელ ნადიბაანში დასუფთავების აქცია გაიმართა 23 აპრ, 2018 13:02
მიმდინარე წლის 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,დუშეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის’’ ორგანიზებით, ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნადიბაანში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქცია ...
ანონსი: 23 აპრ, 2018 12:57
24 აპრილს, 18:00 საათზე, ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში, კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სინფონიეტა’’ პროექტ ,,Check in Georgia’’-ს ფარგლებში, წარმოგიდგენთ კონცერტს. საქართველოს სინფონიეტასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონის სამუსიკო სკოლების წარჩინებული ...
ბულაჩაურის საფეხბურთო გუნდს სპორტული ინვენტარი გადაეცა 20 აპრ, 2018
2018 წლის 20 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში იმყოფებდა, სადაც ახლადშექმნილი საფეხბურთო გუნდის - ,,ბულაჩაურის’’ ფეხბურთელებს შეხვდა. ზაქარია ხეხელაშვილმა მათ საფეხბურთო მოედნისთვის საჭირო ...
ლიტვის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ქ. დუშეთში 20 აპრ, 2018
მიმდინარე წლის 20 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასის უმასპინძლა. გიედრიუს პუოჯუნასი ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგნელებთან ერთად, ქ. დუშეთს სამუშაო ვიზიტით ...
დაბა ფასანაურში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა 20 აპრ, 2018
2018 წლის 18 აპრილს, დაბა ფასანაურში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობდნენ ქართველი და იაპონელი მუსიკოსები: კამერული ანსამბლი იაპონიიდან, იაპონიაში მოღვაწე დირიჟორი, მევიოლინე - გიორგი ბაბუაძე და ნიჭიერთა ათწლედი მამუკა სიხარულიძის ხელმძღვანელობით. კონცერტს ...
საქველმოქმედო აქცია სოფელ თხილიანაში 16 აპრ, 2018
2018 წლის 13 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და ომში დაღუპულთა შემწეობის ფონდის - ,,მეოხი 2004’’-ის ხელმძღვანელი თემურ მირაქიშვილი უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. თხილიანაში მცხოვრებ ზაზა ჯაბანაშვილის მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. მათ ...
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N 108 16 აპრ, 2018
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს ოქმი N 108 იხილეთ ბმულზე: ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით