გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1130
სიახლეები
დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა 11 მაი, 2017
11 მაისს, ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ყავდა: ქ. დუშეთის მიმართულებით, მოქალაქეებთან ერთად, სხვდასხვა მარშრუტებით იმგზავრეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა- ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა-ვაჟა ჩოხელმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ- ბექა ღარიბაშვილმა და საკრებულოს თავმდჯომარემ- გივი ზურაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დუშეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ქ. დუშეთში მოსახვედრად იძულებულები იყვნენ რამდენიმე კერძო ტრანსპორტი გამოეცვალათ, ან ჩასულიყვნენ ქ. თბილისში და იქიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით ესარგებლათ. ცნობილია, რომ მოქალაქეთა გაერთიანების ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსათვის’’ და დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ერთერთ წინასაარჩევნო დაპირებას მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის შემოღება წარმოადგენდა, დღეიდან აღნიშნული პროგრამით ყველა სოფლის მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება იაფი ტრანსპორტით, რომელიც მათ ქალაქ დუშეთთან და პირიქით, ყველა სხვა დასახლებულ პუნქტთან დააკავშირებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეს საშუალებას მისცემს დაზოგონ გადაადგილებისათვის საჭირო თანხა და დრო.

პროგრამის ამოქმედებით 27 ადგილობრივი მძღოლი დასაქმდა. მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს კვირაში 2 დღე მოემსახურება და ის 27 მიმართულებით იმოძრავებს.

გარდა ამისა, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს სტუდენტთა შეღავათიანი მგაზვრობისა და მაღალმთიანი სოფლებიდან უფასო მგზავრობის პროგრამები: სტუდენტთა შეღავათიანი მგაზვრობის პროგრამით ხორციელდება ადგილობრივი სტუდენტების თბილისის მიმართულებით მგზავრობის თანადაფინანსება, სულ აღნიშნული პროგრამით, ყოველწლიურად სარგებლობს 170- მდე სტუდენტი, ხოლო მაღალმთიანი სოფლებიდან უფასო მგზავრობის პროგრამა, ყოველ კვირა დღეს, მოსახლეობას საშუალებას აძლევს, უფასოდ იმგზავრონ და დუშეთის აგრარულ ბაზარში სარეალიზაციოდ ჩამოიტანონ თავიანთი პროდუქცია.





იხილეთ ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1302974486488852



იხილეთ ვიდეომასალა: https://www.youtube.com/watch?v=0GoA8N54IiQ&feature=youtu.be

შ. დავითაშვილის სახელობის ნორჩ მუსიკოსთა კონკურსი 23 მაი, 2017 14:11
მიმდინარე წლის მაისში, ქ. თელავში, ჩატარდა კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის სახელობის ნორჩ მუსიკოსთა კონკურსი, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღეს დუშეთის სახელოვნებო და ჟინვალის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. ჟიურის ...
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია 18 მაი, 2017
18 მაისს, ქ.დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -„გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივ თვითმართველობის განხორციელების პროცესში“. პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
შეხვედრა მჭადიჯვრისა და ჭოპორტის თემების მოსახლეობასთან 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი მჭადიჯვრისა და ჭოპორტის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში ...
,,აწარმოე საქართველოში’’ 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ,,მეწარმეობის განვითარების ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 მაი, 2017
16 მაისს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის (ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27) სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ...
შეხვედრა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 15 მაი, 2017
მიმდინარე წლის 15 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის ...
საინფორმაციო შეხვედრა 11 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის ფარგლებში - ,,ასოცირების ხელშეკრულების ...
შეხვედრები ჟინვალისა და დუშეთის თემების მოსახლეობასთან 11 მაი, 2017
მიმდინარე წლის 10 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი, ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოებისათვის ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 10 მაი, 2017
11 მაისს, 16:30 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანია, დეტალურად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ევროკავშირისა და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით