გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 1130
სიახლეები
შეხვედრები ჟინვალისა და დუშეთის თემების მოსახლეობასთან 11 მაი, 2017
მიმდინარე წლის 10 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი, ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში წარდგენილმა ზემოაღნიშნულმა საპროექტო წინადადებამ, გაიმარჯვა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“.

პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა თანამედროვე კომუნიკაციების გზითა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებით. საპილოტე თემებად შერჩეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციული ერთეული ( ქ. დუშეთი, ჟინვალი, ფასანაური, მჭადიჯვარი და ჭოპორტი), სადაც პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტების“ შექმნა, რომელთა ძირითად ბირთვს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა წარმოადგენდეს.

შეხვედრებაზე, პროექტზე მომუშავე მობილურმა ჯგუფმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის არსისა და განსახორციელებელი ქმედებების შესახებ. ორივე საპილოტე ერთეულში ჩამოყალიბდა „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტები’’, რომლებიც მომავალში პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ხელს შეუწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამიზნე ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ფოკუს-ჯგუფების, საინფორმაციო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დებატების ორგანიზებას მოსახლეობასთან და სხვ.

შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, გამგებლის წარმომადგენლები ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და პროექტზე მომუშავე მობილური ჯგუფის წევრები.



იხ. ფოტომასალა:

https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1302946276491673
შ. დავითაშვილის სახელობის ნორჩ მუსიკოსთა კონკურსი 23 მაი, 2017 14:11
მიმდინარე წლის მაისში, ქ. თელავში, ჩატარდა კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის სახელობის ნორჩ მუსიკოსთა კონკურსი, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობით მონაწილეობა მიიღეს დუშეთის სახელოვნებო და ჟინვალის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. ჟიურის ...
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია 18 მაი, 2017
18 მაისს, ქ.დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -„გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივ თვითმართველობის განხორციელების პროცესში“. პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის ...
შეხვედრა მჭადიჯვრისა და ჭოპორტის თემების მოსახლეობასთან 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი მჭადიჯვრისა და ჭოპორტის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში ...
,,აწარმოე საქართველოში’’ 17 მაი, 2017
მიმდინარე წლის 16 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ,,მეწარმეობის განვითარების ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 15 მაი, 2017
16 მაისს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის (ქ.დუშეთი, რუსთაველის ქუჩა N27) სააქტო დარბაზში, სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც ...
შეხვედრა ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან 15 მაი, 2017
მიმდინარე წლის 15 მაისს, პროექტის ფარგლებში „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის ...
საინფორმაციო შეხვედრა 11 მაი, 2017
11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენლის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის ფარგლებში - ,,ასოცირების ხელშეკრულების ...
დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა 11 მაი, 2017
11 მაისს, ქ. დუშეთში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით თითოეული სოფლისათვის ამოქმედდა. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ყავდა: ქ. დუშეთის მიმართულებით, მოქალაქეებთან ...
მოსახლეობის საყურადღებოდ! 10 მაი, 2017
11 მაისს, 16:30 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა მოსახლეობასთან. შეხვედრის მიზანია, დეტალურად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ევროკავშირისა და ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

დუშეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით