• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    აპრილი

    ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

    ✅ ქ. დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

    🎼🎻ორკესტრმა, რომელიც წარმოდგენილი იყო მცირე შემადგენლობით, მსმენელს წარუდგინა ი.ბრამსის, ი.ს. ბახის, ჟ. ბიზეს, ჟ. მასნეს და ვ. აზარაშვილის მუსიკალური ნაწარმოებები.

    🎹ორკესტრის ხელმძღვანელი იაპონიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი- მევიოლინე გიორგი ბაბუაძეა.

    🎺 აღსანიშნავია, რომ ქართველ ხელოვანს 2019 წელს მიენიჭა იაპონიის საიმპერატორო ორდენი საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

    🎼 კონცერტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

    🎼 ღონისძიების მიზანი იყო კლასიკური და თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაცია.

    12
    აპრილი

    კონკურსში - "შემოქმედებითი კომპასი საქართველო" - დუშეთის მუნიციპალიტეტმა 5 000 ევროიანი გრანტი მოიპოვა

    ✅🧾 კონკურსში - "შემოქმედებითი კომპასი საქართველო" - დუშეთის მუნიციპალიტეტმა 5 000 ევროიანი გრანტი მოიპოვა.

    🔹📝 პროექტის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა. შედეგად, შეიქმნება მსგავსი სივრცეების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც შემდგომში გამოიყენება შემოქმედებითი მიზნებისთვის.

    🔹📝 აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის დაფინანსებული და გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებული. მისი მიზანია რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რაც გრანტების, ტრენინგების, შესაბამისი სივრცეების შექმნითა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებით განხორციელდება.

    10
    აპრილი

    ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ახალი პარტნიორების წარდგენა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან კახაბერ ჩიტაურთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ახალი პარტნიორების წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან ერთად მიღწეული პროგრესის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

    საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და USAID -ის პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

    ნინო რუხაძემ ათეა-სა და USAID-ის მრავალწლიან მჭიდრო პარტნიორობას გაუსვა ხაზი და თანამშრომლობის ფარგლებში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის, ასევე კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მანვე

    პარტნიორ ორგანიზაციას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    ნინო რუხაძესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID-ის საქართველოს მისიის დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკიმ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

    შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

    აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა პროგრამის ახალ პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან, მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტთან.

    9
    აპრილი

    35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან - გოჩა ქავთარაძესთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მათ ქალაქ დუშეთში, 9 აპრილის მემორიალი თაიგულით შეამკეს, ხოლო ქ. დუშეთის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა გრიგოლიმ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

    ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს პატივი, ასევე, მიაგეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვასილ წიკლაურმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთო წიკლაურმა და საკრებულოს კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა.

    „დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომელთა თავდადებამ და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თავისუფლება და დამოუკიდებლობა - ეს არის ის ორი ძირითადი საყრდენი, რასაც ყოველთვის იცავდა მთიელი ხალხი,”- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    1
    თებერვალი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის პირველი სხდომა გამართა, რომლის ფარგლებშიც მომხსენებლად, მოადგილეებთან ერთად, წარდგა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.

    🔷️ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური უძღვებოდა.

    🔵სხდომაზე საკრებულოს წევრებმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის:

    🔷️დუშეთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე;

    🔷️ მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ;

    🔷️ დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ;

    🔷️ დაბა ფასანაურში და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ;

    🔷️საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2023 წლის 22 დეკემბრის N27 დადგენილებით დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტის ნაწილში.

    ➡️შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

    25
    დეკემბერი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

    სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური მოადგილეებთან ელგუჯა უნდილაშვილთან და გვანცა ესტატიშვილთან ერთად უძღვებოდა, მომხსენებლად წარდგა დუშეთის მუიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური.

    საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

    საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის

    შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.

    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.